სახელი: ლევანი
-
გვარი: ყენია
-
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
-
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა მან თბილისის დინამოში დაიწყო, ის დინამოში 2004-2005 წლებში გამოდიოდა.
შემდეგ ის თბილისის ლოკომოტივში გადავიდა, სადაც მან სამი წელი დაჰყო 2005-2008
---
სანაკრებო კარიერა:
მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 8 სექტემბერს შედგა, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც მან ალექსანდრე იაშვილი შეცვალა. მაშინდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კლაუს ტოპმიულერმა ლევანზე სთქვა, არასდოს არ მინახავს, ასეთი პატარა ასაკის ბიჭი, ასეთი ტექნიკის მქონე.
Euro 2008 წლის შესარჩევ ციკლში, შინ მოგებული თამაში შოტლანდიის ნაკრების წინააღდეგ (2:0) იმ თამაშზე ლევან ყენია საუკეთესო იყო მოედანზე.
მისი პირველი სანაკრებო გოლი ესტონეთის ნაკრების წინააღდეგ მიითვალა, 2008 წლის 27 მაისს.
შემდგომი საკლუბო კარიერა:
--
2008 წლიდან ლევანი შალკეს ღირსებას იცავს, მან შალკესთან კონტრაქტი 2012 წლის ივნისამდე აკავშირებს.
მისი დებიუტი შალკეში უეფას თასზე შედგა 2008-წლის 2 ოქტომბერს, ჰაპოელთან შეხვედრაში, როდესაც მან 65 წუთზე ჯერალდ ასამოა შეცვალა.
--
მისი დებიუტი ბუნდესლიგაში 2009-წლის 11 აპრილს კარსლრუეს წინააღდეგ შედგა.
სტატისტიკა:

This post has been edited by NVIDIA MAN on 13 Jan 2011, 01:55