“surdus” ლათინურად ყრუს აღნიშნავს, “ab surdus” კი ითარგმნება, როგორც “ყრუსგან, ყრუდან”, ....
აბსურდში იგულისხმება რაღაც ალოგიკური, უაზრო..
აბსურდის დრამა - მიმდინარეობა XX საუკუნის 50-60-იანი წლების ფრანგულ დრამატურგიაში.
ხშირად სახელწოდების გამო აბსურდის დრამა კამიუს თეატრში ერევათ, რაც უხეში შეცდომაა. ამ მიმდინარეობას ავანგარდულ და ექსპერიმენტალურ თეატრსაც უწოდებენ, ზოგჯერ კი ანტითეატრად და "განქიქების თეატრადაც" (theatre de derision) მოიხსენიებენ.
ავანგარდული თეატრი ბურჟუაზიული და მასობრივი კულტურა |კულტურის საპირისპიროდ ფუნქციონირებს როგორც ანტითეატრი. იგი ცდილობს სტერეოტიპებისგან თავისუფალი, ახალი ფორმის აზროვნების დანერგვას. აბსურდის დრამა უარყოფს რეალისტურ და ანგაჟირებულ თეატრს. აბსურდის დრამატურგები მიიჩნევენ, რომ იდეოლოგიური თეატრი იდეის მონა ხდება და ასეთი პიესა მხოლოდ იდეის ვულგარიზაციაა, ხელოვნება ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა. რეალისტურ თეატრში რეჟისორი ცდილობს დაავიწყოს მაყურებელს ის ფაქტი, რომ ის თეატრშია და ამისათვის შეძლებისდაგვარად უახლოვებს მოქმედებას რეალობას. აბსურდის დრამატურგები ილაშქრებენ სცენისა და რეალობის ამ გაიგივების წინააღმდეგ, რადგან მათი აზრით თეატრალური ნაწარმოები ხელოვნების ნიმუშია. ამ მხრივ აბსურდის დრამის ანალოგი ლიტერატურაში ახალი რომანია.
ანტითეატრს შემდეგი პრინციპები ახასიათებს:
1. თეატრი მხოლოდ თეატრსავე მიემართება, პერსონაჟები მხოლოდ პიესის მსვლელობისას არსებობენ.
2. მოქმედება ზღაპრულ, გამოგონილ სამყაროში მიმდინარეობს და არ ემორჩილება დრო-სივრცობრივ მონაცემებს.
3. არ არსებობს სიმბოლური ლოგიკაც კი, რომელიც გააერთიანებს აზრსა და მის გამომხატველ სიმბოლოებს, რადგან თეატრის მიზანი არაა აზრის გამოხატვა, არამედ სანახაობის მოწყობა. სიტყვები და საგნები სრული ავტონომიით სარგებლობენ.
4. მეტყველება კარგავს საკომუნიკაციო ფუნქციას და ხდება სასცენო ობიექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. "მეტყველების კრიზისი" . აბსურდისტების აზრით სიტყვებს ხშირად შეცდომაში შევყავართ, რადგან მათი მნიშვნელობა იცვლება გარემოს მიხედვით, ამიტომ ავანგარდულ თეატრს აღარ სწამს მეტყველების, ენის. იგი უპირატესობას ანიჭებს ჟესტებსა და მოძრაობებს.
აბსურდის მამები არიან - იონესკო და ბეკეტი

იონესკოზე მაქვს თემა გახსნილი.. და ბეკეტის "გოდოს მოლოდინზეც" იყო მახსოვს))
ეჟენ იონესკოპ.ს.
მე მაპატიეთ ასეთი უგულო კოპირებისთვის
This post has been edited by Le fou on 15 Jan 2011, 18:23