დედაქალაქში ავტოპარკინგის მოწესრიგებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დღეს განცხადება გააკეთა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, მერმა აღნიშნა, დედაქალაქში ე.წ. საცობების პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ - ახალი მაგისტრალების მშენებლობა, დედაქალაქის ათი მწვავე გზაჯვარედინის მოწესრიგება და პარკირების ახალი ადგილების მოეწყობა.
მისივე თქმით, პარკირების ახალ წესს დედაქალაქში ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა “სითი პარკი” და, როგორც ყველა მოქალაქეს, გარკვეული პრეტენზიები გადახდის მექანიზმთან დაკავშირებით თავადაც აქვს.
“პარკირებისათვის გადასახდელი თანხები მოსახლეობისთვის მოსახერხებელი არ არის. ვთავაზობ კომპანიას, რომ მოხდეს წლიური ბარათების დაბეჭდვა, რომელიც 25 ლარი ეღირება და მძღოლები შეძლებენ დედაქალაქში პარკირების ნებისმიერ ადგილზე გააჩერონ ავტომანქანები”,- აღნიშნა თბილისის მერმა.
უგულავამ, ასევე, განაცხადა, რომ დღეს პარკირების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გამოსვლები მოისმინა. თბილისის მერმა პარლამენტარები მერიაში ამ საკითხზე მსჯელობის მიზნით დღეს, 15.00 საათისთვის მიიწვია.
გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ დღესვე გაიმართება ტრანსპორტის კომისიის სხდომა, რომელიც პარკირების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ესეც ოფიციალური წყაროებიდან!
აგერ ლინკიც!
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1