თითქოს ვერ მოვნახე შესაბამისი თემა, ამიტომ გავხსენი ცალკე. თუ რამე დავაშავე, ეს ერთი მაპატიეთ, მეტს აღარ ვიზამ.

მოკლედ, მაინტერესებს, თბილისში სად აკეთებენ წნევის აპარატებს?
ოღონდ პირიმზე არ მითხრათ. მაქაურ ხელოსანთან უკვე 5-ჯერ ვიყავი, 5-ჯერვე მეუბნებოდა, უკეთესი ნაწილები ჩავუსვიო, მარა მეორე დღესვე ფუჭდებოდა. მინდა თან წესიერი და თან მართლა პროფესიონალი მეწნევისაპარატე.

თუ პირიმზის იქით გასაქანი არაა, მაშინ ბარემ გადმოვიღებ აპარატში რაც ვერცხლისწყალია და....