ნუცა გეხვეწები არ დამვორნო და მე თვითონ დავხურავ ცოტახანში
"ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან:
დედა როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... მენატრებიან ჩემი დები და ძმები: ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო,სეენდი,დაოლი და კიმი.როცა ჩამოვალ ისეთ ნასკებს და საცვლებს ჩამოვუტან 10ჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა...
მე არამიშავს კარგად ვარ ერთერთ უბანში 15 კვადრატული ოთახი ვიქირავეთ და ეხლა ერთად ვცხოვრობთ მე,ლუსი,ლიანგი,ტენგი,ჩანგი,დინი,ხაი შანგი,ვონგი,სალე და ბრიუსი.უცნაური ხალხია ეს ქართველები რას მათ სტუმართმოყვარეობაზე მელაპარაკე სულ ტყუილი გამოდგა: ავტობუსში და ქუჩაში სულ ბრიუს ლის მეძახიან და ჩვენს დადგმულ დახლს რომლის აწყობას მთელ დილას ვანდომებთ მოვლენ და 5 წუთში გვაშლევინებინებენ.ჩვენი სახლის დიასახლისიც დაბალი და ღარიბია და ჩვენი კარგად ესმის.
თვითონ ქვეყანა ძალიან პატარაა და ხალხიც ცოტა ცხოვრობს დაახლოებით რამდენიც ჩვენს სოფელში. ძალიან უცნაური ხალხია მაგალითად ერთი კვირის წინ ვნახე როგორ მოკლა ცემით ერთმა ბიჭმა მეორე დედის შეგინებისთვის და შემდეგ როგორ ყვებოდა ამ ამბავს და თან თავის საკუთარ დედას აგინებდა.
ვნახე როგორ სვამდა ერთი კაცი ორ ლიტრიანი სასმისით ჯანმრთელობის სადღეგრძელოს,
ვნახე ბანანების გამყიდველი, რომელსაც ბანანი არასოდეს უჭამია,
ვნახე ყურძნის არაყი რომელიც ბაზრობაზე ერთი ჭიქა 10 ცენტი ღირს და ზუსტად იგივე არაყი კაფეში 10 დოლარი.
საჭმელიც სხვანაირი აქვთ, ბევრი ჭამა იციან, აქ ძალიან ღარიბები და გაჭირვებულებიც კი მსუქნები არიან.
ჩვენს ჩუსტებს კეტებს და წებოს აქ სხვანაირად აფასებენ და ფასიც კარგი აქვს.
ქართული უკვე კარგად ვისწავლე ცოტა მე თვითონ მიჭირს ლაპარაკი მაგრამ უკვე ყველაფერი კარგად მესმის რასაც მელაპარაკებიან ძირითადად მაგინებენ ხოლმე მაგრამ აღარ მწყინს აქ ძირითადად ყველა ერთმანეთს აგინებს.ჩვენი ქვეყნიდან რაც აქ შემოდის ყველაფერს უხარისხოს და საზიზღრობას ეძახიან მაგრამ ყველა მაინც ჩვენგან ყიდულობს ყველაფერს.
ტყუილი უყვართ ძალიან ყველა ცდილობს მოგატყუოს თავიდან ესეც მწყინდა მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს და აღარ მწყინს. უკვე ბევრი ნაცნობი მყავს მაგრამ ისე ჰგვანან ერთმანეთს რომ ვერ ვანსხვავებ ხოლმე ზოგჯერ.აქ ყველას მრგვალი თვალები აქვთ და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
სადაც ვცხოვრობთ ამ ქალაქს თბილისი ჰქვია და აღმოსავლეთის მხრიდან ძალიან ლამაზია.შუაში მდინარე ჩამოუდის რომელშიც ნაგავს ყრიან და თავს იხრჩობენ.
დედა შენ არ ინერვიულო რომ ლუსი დედამისს ბევრ ფულს უგზავნის და მე ვერ გიგზავნი,ლუსის აქ ლიზა ჰქვია და მეძავად მუშაობს.ბევრ ფულს შოულობს მაგრამ სულ ნაცემი მოდის ხოლმე.ერთხელ ერთი კვირა არ მოვიდა სახლში და ძალიან ვინერვიულეთ,თურმე აქაური მთავრობის წევრს წაუყვანია თავის აგარაკზე და ოთახში ჰყოლია ჩაკეტილი.ჩვენ ვერაფერს ვეუბნებით ხოლმე რადგან სახლის გადასახადს ძირითადად ლუსი იხდის და საჭმელიც მოაქვს ხოლმე ხანდახან.ეხლა ლუსი სხვაგან გადასვლას აპირებს,ერთი ადგილი თავისუფლდება და უკვე შეგიძლია ხუნხუაც გამოუშვა.აქ რომ ჩამოვა სანამ მიპოვის ფრთხილად იყოს ამათმა როცა მთვრალები არიან ჩხუბი და ცემა იციან. თუმცა ფხიზლები არაფერს დაგიშავებენ მარტო შეგაგინებენ და მორჩა.ვაგზლის ბაზრობა იკითხოს და ადვილად მომაგნებს.
ეს არის სულ. დედა, მერე კიდევ მოგწერ როცა დრო მექნება. გკოცნით ყველას."