უმაგრესი ალბომია, დღეს მოვისმინე პირველად ამ ჯგუფის სრული შემოქმედება და უზომოდ კმაყოფილი ვარ. თუმცა მათი შემოქმედებიდან გამორჩეულად ძლიერი ალბომია The Dawn Of Flames.
ალბომი იწყება ძალიან ნელი და მდორე მუსიკით, რომელიც თანდათან უფრო ძლიერი და დიდებული ხდება. ეს არის ნამდვილი შვედური მელოდიური დეს მეტალის მაგალითი, არაფრით არ შეიძლება ამ ჯგუფის შედარება ისეთ ბანდებთან როგორიც In Flames-ია

განსაკუთრებით დიდებული მომენტები მუსიკაში შემოდის, მაშინ როცა, ბექგრაუნდის სახით Dan Swano ასრულებს საფორტებიანო პარტიებს

რაც თავისთავად ამ მელოდიურ ალბომს ატმოსფერულობას სძენს.
მოკლედ, ხუთიანი პლიუსით
This post has been edited by manOwar on 10 Dec 2004, 18:25