http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ba-gaacnes.htmlპროკურატურაში დიპლომატებს საქართველოში არსებული კრიმინოგენული ვითარება გააცნეს17:18 22-02-2011
საქართველოს პროკურატურაში უცხოელ დიპლომატებს სისხლის სამართლის სფეროში განორციელებული რეფორმები , ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, არსებული კრიმინოგენული ვითარება გააცნეს.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მოწვეულ სტუმრებს დეტალურად მოუთხრო რა გზა განვლო სახელმწიფომ 2003 წლიდან დღემდე - როგორ მოხერხდა მძიმე კრიმინოგენული ვითარებიდან გამოსვლა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა;
რა შედეგები მოიტანა თამამმა გადაწყვეტილებებმა და როგორ მივიდა ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციამდე. "დანაშაულის მიმართ ნულოვანმა ტოლერანტობამ მყისიერი ეფექტი მოახდინა - მკვეთრად იკლო დანაშაულის რიცხვმა. დღეს საქართველოში ბევრად უფრო ნაკლები დანაშაული ხდება, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, ქართველი სამართალდამცველების პროფესიონალიზმის დამსახურებით, საქართველოში მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობენ," - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. "საზოგადოებრივი პროკურატურა", "ჩემი უფროსი მეგობარი", "არასრულწლოვანთა განრიდება" - ეს ის პროექტებია, რომლებიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ხორციელდება.
საქართველოში არსებულ უსაფრთხო გარემოზე ისაუბრა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა მაია სიდამონიძემაც. მისი თქმით, ქართველი სამართალდამცველები გარანტირებულად უზრუნველყოფენ სახელმწიფოში მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
* * *
მე პირადად ამ მითიურ "ლიბერალიზაციას" ვერ ვხედავ:
პატიმრების რაოდენობა არ შემცირებულა და საერთოდ რა ლიბერალიზაციაზეა საუბარი
როდესაც შეშის მოპარვისთვის ადამიანს 1 წლით ციხეში უშვებ?