ის ხალხი, ვინც საპატრიარქოსთან, მის უწმინდესობა საქართველოს პატრიარქთან მიმართებაში აგორებულ სკანდალში ლიბერალური დემოკრატიის ნიღაბაფარებული ცდილობს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ერთ კერძო შემთხვევად წარმოაჩინოს და არა მთელი პოსტრევოლუციური წლების ტენდენციად, როგორც ეს სინამდვილეშია, გასაჩერებელია. ბუდარიხა თუთბერიძის პირით გაახმიანეს თავიანთი ბნელი აზრები და ანტიეკლესიური ტენდენციების მიზანმიმართულ კამპანიაში გადაზრდა სცადეს, და არცთუ წარუმატებლად, თორემ თეა თუთბერიძეს, როგორც იტყვიან, თავის გაჭირვება ეყოფა; ამიტომ შეძლებისდაგვარად შევეცდები, აღარ ვისაუბრო ამ ტუტუც გოგოზე.
წინამდებარე წერილის მიზანია, სააშკარაოზე გამოვიყვანო სოროსის სახედარზე ამხედრებული ის ვაჟბატონები და, უკაცრავად, ქალბატონები, რომლებიც შეფარვით თუ აშკარად ლიბერალური ლათაიებით ცდილობენ ამ ყველაფრისგან უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლებისა და საქართველოში ყველაფერი ანტიქართულის, ანტიმართლმადიდებლურის, ყველა ბოროტების სათავე “თავისუფლების ინსტიტუტის” გამიჯვნას.
ვინ აღარ ჩართეს ამ წინასწარი მარცხისთვის განწირულ პროცესში, პრეზიდენტის მეხოტბე “მრჩეველი” გოგი გაჩეჩილაძით დაწყებული, მისი პროტეჟე დოდონა კიზირიათი დამთავრებული.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ნანა ლეჟავას სკანდალურ “კვირის რეპორტაჟამდე” დიდი ხნით ადრე თქვენმა მონამორჩილმა წერილით - “გემის კაპიტანმა უნდა იცოდეს, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს”, როცა ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, ქართულ მედიაში პრაქტიკულად ჩამიჩუმიც არ ისმოდა, 14 ოქტომბრის “საქართველო და მსოფლიომ” ერთ-ერთმა პირველმა შემოჰკრა განგაშის ზარებს, მაგრამ ხელისუფლება-ოპოზიციაში, სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც, პრაქტიკულად, ყური არავინ შეიბერტყა!
ნანა ლეჟავას რეპორტაჟის განვითარება იმავე ტელევიზიის შოუში მოხდა, სადაც ვიხილეთ და ვისმინეთ პირველი “ლიბერალურ-დემოკრატიული” ლათაიები, სადაც პირველობა არავის დაუთმო “ადამიანის უფლებათა დამცველმა”, ყოფილი ომბუდსმენის - სოზარ სუბარის ყოფილმა მოადგილე ბექა მინდიაშვილმა, რაშიც მას არც თუ უშედეგოდ ეცილებოდა, მგონი, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებადამცველი ქალბატონი ნინო თუ ნანა დანელია.
ბექა მინდიაშვილის სისულელეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მისი პათოსის შესახებ მოგახსენებთ - ის, რაც მოხდა, უწყინარი სიტყვის თავისუფლების, კიდევ უფრო უწყინარი ე. წ. აზრის გამოხატვის თავისუფლება იყო და, ვინც შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს, სასამართლოში იჩივლეთო!
ერთადერთი, ვინც იმ საღამოს ხმალამოღებული იცავდა მხოლოდ პატრიარქს კი არა, ელემენტარულ, კაცურ პოზიციას, ეს გია იაკობაშვილი იყო - ვინმემ დედა რომ შეგაგინოს, პატრულს უნდა გამოუძახო? ეს იკითხა, რაზეც ყველა ნამდვილი მამაკაცისთვის პასუხი ცალსახაა, მაგრამ არა მინდიაშვილის მსგავსი კაცუნებისთვის!
ბოლოს, როდესაც სუბარის “ბივში პადელნიკმა” ლიბერალობაზე საუბრით თავი წაგვჭამა, ისეთი პასუხი მიიღო გია იაკობაშვილისგან, ლამის ტელეეკრანს ვაკოცე.
მან მარკესის ერთი რომანიდან მოიყვანა პასაჟი, სადაც ერთი ლიბერალი ეკითხება მეორეს: - ლიბერალობა რა არის? - რა და საკუთარ დედასთან დაწოლის უფლება!
ჩემი აზრით, შეუძლებელი მგონია უფრო ზუსტად და შემზარავად იმის შეფასება, რაც თეა-ბუდარიხამ ჩაიდინა - ბარაქალა, შენს გამზრდელს, ჩემო უცნობო მეგობარო, გია იაკობაშვილო!!!
იმ “ბარიერის” შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებას გამოფხიზლების ნიშნები დაეტყო. გაზეთებში თუ ტელესივრცეში გაჩნდა ინტელიგენციის წარმომადგენელთა აღშფოთებული კომენტარები და, რაც მთავარია, სტუდენტმა ახალგაზრდობამ ამოიღო დიდი ხნის წინათ დადუმებული ხმა - თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტების თვითმმართველობის წევრები, რომელთაც დაგმეს პატრიარქის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ კეკელკა თეას უგვანო გამოხდომები და რუსთაველის გავლით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს გრიბოედოვის ქუჩაზე, “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისთან.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ სტუდენტები 1 ნოემბერს მასობრივი აქციით მსვლელობის გამართვას აპირებენ, რაც სამების ტაძრის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმით უნდა დასრულდეს.
ხელისუფლება, რომელიც აქამდე აკვირდებოდა და არ ელოდა მოვლენების განვითარების ასეთ სცენარს, აშკარად შეფუცხუნდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაც გაცხადდა, რაც სულაც არ ნიშნავს პრეზიდენტის განცხადებას, როგორც ეს ზოგიერთებს სურთ, წარმოაჩინონ. განცხადებაში “ლაითად” იყო დაგმობილი (ოღონდ ყოველგვარი პერსონიფიცირების გარეშე, მითუმეტეს, “თავისუფლების ინსტიტუტის” ხსენებით???) პატრიარქის შეურაცხყოფა.
რაც შეეხება პრეზიდენტს, როგორც არაერთხელ გვინახავს, ახლაც “ჩაუხტა გელათს პატრიარქს” და მისი უწმინდესობის გვერდით აიტუზა, რითაც, ალბათ, იმის მინიშნება უნდოდა აღშფოთებული საზოგადოებრივი აზრისთვის, რომ ის არაფერ შუაშია და რომ მიშას პატრიარქზე ამოსდის მზე და მთვარე.
მიუხედავად ყველაფრისა, იქედნეს ნაშობი თუთბერიძე არ დაოკდა, თუ ვერ დააოკეს - 22 ოქტომბერს “დონავიზიის” ეთერში მთელი დღე და ღამე ტრიალებდა ხლისტების გომბიოს მორიგი უტიფარ-თავხედური ინტერვიუ, რაც, შეიძლება, ორი მიზეზით აიხსნას: პირველი - ვიღაცამ “იქ” ჩათვალა, რომ არ ეგების უკან დახევა და ბოლომდე “აწვებოდნენ პირველ ჩვენებას”; მეორე - შეიძლება “იქ” უკვე გადაწყვიტეს თეა თუთბერიძის გაწირვა!
სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
23 ოქტომბერს კი კინოს სახლში გაიმართა ინტელიგენციის შეხვედრა. შეხვედრაზე ელიზბარ ჯაველიძემ არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც პატრიარქი მოსკოვს უნდა წასულიყო რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასასწრებად, ეს რომ არ დაეშვათ, იგი მოწამლეს და მისი უწმინდესობა 10 საათის განმავლობაში უგონოდ იყო!
ნიშანდობლივი იყო რამაზ კლიმიაშვილის სიტყვა. როგორც მან გვაუწყა, 6 ნოემბერს ქალაქ ბაქოში უნდა გაიმართოს სრულიად კავკასიის მუსლიმანთა შეიხის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, შეიხის, რომელმაც ჩვენს პატრიარქს კავკასიის სულიერი მამა უწოდა და ამ იუბილეზე ილია II ყოფილა მიწვეული, სადაც, სავარაუდოდ, სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებიც შეიძლება მოეწყოს რუსეთის პატრიარქთან და არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთის პრეზიდენტიც ჩავიდეს ბაქოში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება ყოველნაირად ეცდება, ილია II არ წავიდეს ბაქოს, - ბრძანა რამაზ კლიმიაშვილმა.
ზემოთ ხსენებული შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, რომ, სად იყო და სად არა, სცენაზე პრეზიდენტის “მრჩეველი”, ლიტერატორი გოგი გაჩეჩილაძე გამობრძანდა და, როგორც იტყვიან, დაიწყო მარა, რა დაიწყო...
ამ პატივცემულმა გვამმა ყველაფრის თავდაყირა დაყენება სცადა პათოსით - საიდან მოიტანეთ, რომ მართლმადიდებლობაა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი, ქვაკუთხედიც და ქვეყნის დედაბოძიც მიშა სააკაშვილიაო!
დედა რომ შვილს არ აიყვანს, ალბათ, იმაზეა ნათქვამი, რაც ამის შემდეგ იქ დატრიალდა. ელიზბარ ჯაველიძე ახლოს რომ ყოფილიყო, ალბათ, ხელსაც შემოჰკრავდა. “უკონტროლო” რეზო ამაშუკელი აღარ იყო დარბაზში, თორემ, იქნებ, არც ეს ასცდენოდა ცნობილ ლიტერატორს, რომელსაც საბოლოოდ საკადრისი პასუხი მიკროფონით გასცა გოგი ქავთარაძემ.
მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ? ამ “კინოს” მეორე და მთავარი სერია იმავე საღამოს “ბარიერში” გაგრძელდა თითქმის იმავე მონაწილეებით.
ერთ მხარეს სააკაშვილის “მძიმე არტილერია”: ილია ჭავჭავაძის (იგივე გიგი თევზაძის, თეა თუთბერიძის, - ავტ.) უნივერსიტეტიდან ფსიქოლოგი, ვინმე დავით ამირეჯიბი (აფსუს, რა გვარს აფუჭებს!.. - ავტ.), გოგი გაჩეჩილაძე და მისი კოლეგა, დიდი ხნის პროტეჟე, გაამერიკელებულ-გაფემინისტებული, ერთ დროს ქართველად დაბადებული ქალბატონი დოდონა კიზირია და მეორე მხარეს კინოს სახლის შეხვედრის ორგანიზატორი მალხაზ გულაშვილი; ფსიქოლოგი ქალბატონი, რომლის სახელიც არ მახსოვს, და ერთ დროს სოციალისტი ნანა დევდარიანი ისხდნენ. თოქშოუს დაწვრილებით გადმოცემის არც ადგილია და არც სურვილი, ამიტომ მხოლოდ ძირითად მომენტებზე შევჩერდები...
როგორც მოსალოდნელი იყო, გოგი გაჩეჩილაძემ პრეზიდენტის მიმართ დითირამბებით დაიწყო, ხოლო, ზოგადად, განხილვის მთავარმა თემამ მონაწილეთა მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.
საბჭოთა ეკლესია - ასეთი რამ პირველად გავიგე. სწორედ ასე გაშიფრა ჭავჭავაძის უნივერსიტეტის, ხლისტების მთავარი ბუნაგის ფსიქოლოგმა დათო ამირეჯიბმა საქართველოს დღევანდელი ეკლესიის არსი.
აშკარად ამპარტავან პოზაში მჯდომმა ამერიკელმა დოდონა კიზირიამ - აღა მაჰმად ხანს არ მოუტანია იმდენი უბედურება, რამდენიც - ედუარდ შევარდნაძესო!
არც სურვილი მაქვს და არც გამოვდგები შევარდნაძის დამცველად, უბრალოდ, ვიტყვი, “ბარიერის” მონაწილეთაგან ვინ ვინ არის და საზოგადოებამ, მკითხველმა განსაჯოს.
ეს ის დოდონა კიზირიაა, რომელმაც იმ საღამოს აღიარა: - 40 წელიწადია, ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ საბჭოთა მენტალიტეტიდან ბოლომდე დღესაც ვერ გამოვსულვარ!..
თუმცა იგივე დრო სავსებით საკმარისი ყოფილა იმისთვის, რომ ქართველობიდან სრულიად დაცლილიყო. ამ 10-15 წლის წინათ ქალბატონმა დოდონამ ამერიკაში იმისთვის მოიცალა, რომ დიდი ილიას “ოთარაანთ ქვრივი” განაქიქა (და ეს რბილად ნათქვამია). ილიას შემოქმედების ამ ერთ-ერთი საეტაპო ნიმუშის კრიტიკანობისას ამ გაამერიკელებულმა ქალბატონმა ოთარაანთ ქვრივი ლამის, როგორც რუსები იტყვიან, “ყეკყუთოტნრ რზთქრჩენნძღ” ქალად წარმოგვიჩინა, რაც, თავის მხრივ, ყოფილა ამ ქალის, ერთი შეხედვით, უკმეხობა-უხეშობის მიზეზი.
ერთი სიტყვით, ამ, უკაცრავად და, ლიტერატორმა, საკუთარი ფემინისტური სამრეკლოდან ძირს დასცა და ტალახში ათრია ოთარაანთ ქვრივის როგორც ქართველი დედაკაცის ხატება, რაშიც პავლე ინგოროყვა არა მხოლოდ ოჯახის, ქმარ-შვილის ერთგულ შეწირულ ქალს, არამედ საქართველოს ხედავდა.
ისე, ამ ბოლომდე ემანსიპირებულ-ამერიკანიზებულ ქალბატონს, ოთარაანთ ქვრივს რომ აბრალებს, თავად ხომ არ აწუხებს ჰორმონალური უკმარისობა?
თავად დიდი ილიას ნააზრევი დედაკაცობის ტრადიციული ინსტიტუტის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. ქართველ ვაჟკაცთა უქარქაშო ხმლებთან ერთად, იმაში, რომ საქართველომ, ავად თუ კარგად, დღემდე მოაღწია, დედაკაცებს, ოთარაანთ ქვრივებს, მეტი თუ არა, ნაკლები წვლილი არ მიუძღვით.
დოდონა კიზირიას მიერ ჩაგდებული თესლი “ნოყიერ ნიადაგში” აღმოჩნდა და მას ლაშა ბუღაძის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ზაზა ბურჭულაძისა და სხვათა სახით ღირსეული მემკვიდრეები დაეზარდნენ; პირველი ჩვენს წმიდა მეფე თამარს შეეჭრა საძინებელში, მეორემ ქართვლის დედას ხმლის მაგივრად ხელში ფალოსი დააჭერინა და მესამემ იმის შესახებ დაწერა მოთხრობა, თუ როგორ შევიდა ტუალეტში და დედის სითბოშერჩენილმა უნიტაზმა როგორი ერექცია დამართა.
ჩემი ასაკისა და ჩემზე უფროს თაობას ემახსოვრება დიდი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ლექსი, შემდგომ ამღერებელი: “აი, ასეთი, მხოლოდ ასეთი, მწამს კომუნისტი”... ასეთი კონიუნქტურული ლექსები თუ სხვა რამეები, უკლებლივ ყველა დიდ ქართველ მწერალსა თუ პოეტს დაუწერია, მაგრამ ამით მათ შემოქმედებას არაფერი დაჰკლებია.
აი, რაც შეეხება ასეთი ნაწარმოებების რეცენზიებს, ამას, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სულმდაბალი კარიერისტები სჩადიოდნენ. სწორედ ამ ლექსზე გამოაცხო გოგი ბატონმა არა რეცენზია, რომ იტყვიან, ცაში აიყვანა ის ლექსი. ეს იმის პასუხადაც, მალხაზ გულაშვილს რომ უთხრა - ჩემს ნაწერებში სოცრეალიზმს ვერსად იპოვიო.
გასულ აგვისტოს, სოფლად ყოფნისას, გოგი გაჩეჩილაძის რადიოინტერვიუს ვუსმენდი, სადაც პრეზიდენტის “მრჩეველმა” ბრძანა, რომ შარშან აგვისტოში სააკაშვილმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო!!! მერე რა, რომ დე ფაქტოსთან ერთად დე იურეც დავკარგეთ ახალი ტერიტორიები, მერე რა, რომ ასობით ბიჭი შევაწყვიტეთ რუსებს; მერე რა, რომ ათასობით ახალი დევნილი გაჩნდა; მერე რა, რომ მერე რა?.. მთავარი ის არის, რომ შარშანდელი ომით არა თუ გაყინული კონფლიქტები გაალღო, ცეცხლი მოუკიდა მიშამ ამ კონფლიქტებს, რის გამოც საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ეს ყოფილა მთავარი!!!
ამაზე უფრო ძვირფასი მარგალიტები მიმოაბნია მიშას “მრჩეველმა” იმ საღამოს - დღეს მოხდა საქართველოს პრობლემის დეტერიტორიზაცია, ანუ ჩვენზე საქართველოს გარეთ საუბრობენო.
ერთი სიტყვით, ის, რომ უჩვენოდ სხვები წყვეტენ საქართველოს ბედს, რაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის არანორმალურია, ბატონი გოგისთვის სატაშფანდუროა. ამიტომ ვსვამდი ზემოთ სიტყვა მრჩეველს ბრჭყალებში - ეს კაცი ტრაბახობს, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავიო, რითაც ნორმალური ადამიანი იყელყელავებდა კი არა, დამალავდა, რადგან, როგორც ჩანს, წინა ორი პრეზიდენტი ამ მრჩევლის რჩევებს დაუღუპავს და მიშას ოპოზიციის კი არა, გოგია გაჩეჩილაძის რჩევების უნდა ეშინოდეს.
რაც შეეხება ხლისტების ნასხლეტ დათო ამირეჯიბს, მან თეა თუთბერიძის “მართლმადიდებელი კრიმინალებისგან” დაცვა მოითხოვა. ჰა, როგორი პროვოკაციული დეფინიციაა? რა უნდა უპასუხოს კაცმა ამ პროვოკატორს? ჯერ ერთი, ვის რაში სჭირდება ბუდარიხას ქეციანი თავი? ეგეც არ იყოს, ჯარი ამათ ხელშია და პოლიცია. ჰოდა, დაუნიშნონ დაცვა, ბატონო, და ახლოს ნუ მიაკარებენ “მართლმადიდებელ კრიმინალებს!”
ისე, ცნობისათვის, ინტერნეტში არა მხოლოდ მუქარის მესიჯები მიდის, დამცველებიც გამოუჩნდნენ თეას. ფორუმზე გაჩნდა ვასილ კობახიძის განცხადება. ეს ის ეკუმენისტი ვაჟბატონია, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს დააპირა ჩვენი ეკლესიის შიგნიდან აფეთქება. მაშინ მისი უწმინდესობის პრესცენტრის ხელმძღვანელი გამოვიდა ეკლესიაში ე. წ. დემოკრატიული რეფორმების გატარების მოთხოვნით, რასაც მხარი დაუჭირა “თავისუფლების ინსტიტუტმა” და სწორედ მაშინ განაცხადა თეა თუთბერიძემ - “კმარას” საპატრიარქოს კედელზე მივაწერო!
ახლა კი ზემოთ ხსენებულ განცხადებაში განაქიქებს რა პოსტულატს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს, საქართველოს მართლმადიდებელ ირანს უწოდებს ეს ანტიქრისტე და ბოლოს აქლემივით იფურთხება. თუ არა და, თავად განსაჯეთ ამ ციტატებიდან:
“მიმიფურთხებია ასეთი პრეზიდენტისთვის (ყასიდად პრეზიდენტის ფურთხებით იწყებს, - ავტ.) თავისი ადმინისტრაციით!”
“მიმიფურთხებია ასეთი პატრიარქისა და ქართველი სამღვდელოებისთვის!”
“მიმიფურთხებია ასეთი პარლამენტარებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის!”
“მიმიფურთხებია ქართული ინტელიგენციისთვის!”
“მიმიფურთხებია I არხისთვის!”
“მიმიფურთხებია “თავისუფლების ინსტიტუტის” ქამელეონი წევრებისთვის!”
“მიმიფურთხებია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცინიკოსი და კარიერისტი “ინტელექტუალებისთვის!”
“მიმიფურთხებია ფუნდამენტალისტი და შოვინისტი სტუდენტებისთვის და, აგრეთვე, ნორმალური სტუდენტებისთვისაც, რადგან არასოდეს იღებენ ხმას!”
“მიმიფურთხებია პირველი ნოემბრის “ლოცვითი მსვლელობის” ფაშისტებისთვის!”
“მიმიფურთხებია ამ ნაცისტი და კონფორმისტი საზოგადოებისთვის!”
ამის შემდეგ ეს დუჟმორეული ეკუმენისტი აქლემი ბუდარიხა თუთბერიძეს მიმართავს, მე დაგიცავ და, საერთოდ, სადაც წახვალ, თან გაგყვებიო. ორივეს ჯანდაბამდე გქონიათ გზა!!!
თუ ვინმეს ამბორს აპირებს ეს აქლემი, ალბათ, ნინია კაკაბაძისას, ვინც წინა სტატიებში ჩემი “გრუზინ-გურჯობიდან” გამომდინარე, დავინდე და არ ვახსენე, რადგან ვიზუალურად ეს მშვენიერი ქალი, დიდი ჭაბუა ამირეჯიბის დისშვილია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!
თუმცა, როგორც ჩანს, ნინიას მკრეხელობის გარდა, რომელმაც პროვოკაციულად განაცხადა - ღმერთზე რომ გაგვეკეთებინა იგივე კლიპები, მაშინ რას იზამდითო?
მიდით, გააკეთეთ შენ და თეამ და ვნახოთ, რას იზამს საზოგადოება! უფრო სერიოზულად კი, ნინიას ის ეყოფა ამქვეყნიურ სასჯელ-სირცხვილად, რომ თეა ბუდარიხასთან ასოცირდება. დანარჩენი უფალმა მოჰკითხოს.
როგორც ნახეთ, ჩემო მკითხველო, მხოლოდ ერთ ტუტუც გოგოში არ ყოფილა საქმე. ამ ბუდარიხას არცთუ ცოტა ფარული და აშკარა მომხრე ჰყავს.
ათეისტი ის ადამიანია, ვისაც ღმერთი არ სწამს, მაგრამ, როგორც წესი, არც სხვის სალოცავებს აგინებს. მოაკელით ამ სიტყვას ერთი ასო და მივიღებთ “თეისტს”, რომელთა მიზანი ყველაფერი წმინდას, საკრალურის განქიქებაა.
ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ბოლომდე თანმიმდევრული იქნება ჩვენი საზოგადოება თუ, როგორც ხშირად ყოფილა და ქართველთ წესია, უცებ გადაგვივლის აღშფოთება?
ისევ სტუდენტი ახალგაზრდობის იმედი მაქვს, რომელმაც, თუ გაიღვიძა, წინ ვერაფერი დაუდგება!..
დავით მხეიძე
ამაზე უბნობს მაიქლ მილქი
პს ,რაც დავაკოპირე , ჩემი აზრები არაა, მხოლოდ დლია ნაგლიადნოსტი,რადგან რძემ დააკოპირა
This post has been edited by lasha_alo on 7 Jan 2011, 15:57