საქართველოს პრეზიდენს
ბატონ მიხეილ სააკაშვილს
„შპს კარატ+“ის (ყოფილი ს.ს „ენერჯი ინვესტი“)
მრავალათასიანი კოლექტივის მუშა-მოსამსახურეთა
საყოველთაო განცხადება
ბატონო პრეზიდენტო! უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცავთ შობა- ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, წინასვლასა და წარმატებებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მიერ გაწეულ ურთულეს შრომას წლების მანძილზე, ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. თქვენ ნიჭიერი და გონიერი ადამიანი ბრძანდებით და იმედი გვაქვს ღმრთის შეწევნით ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას და თქვენს მიერ აღსრულებული საქმეებით იამაყებს მომავალი თაობა.
დარწმუნებულები ვართ რომ არ ფლობთ სრულ ინფორმაციას იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც ხდება აღნიშნულ კომპანიაში და მოგმართავთ თხოვნით,
დაგვეხმარეთ! საქმე იმაში გახლავთ რომ ახალი კომპანიის გამოჩენასთან ერთად გავრცელდა ხმები შემცირებასთან დაკავშირებით და ეს ხმები საქმით განამტკიცეს ქარხნის ახალმა მესვეურებმა, რა თქმა უნდა ძველების დახმარებით. ეს პროცესი ახალი დაწყებულია და ყოველდღიურად ხორციელდება.მოგმართავთ თხოვნით გაარკვიოთ რა ხდება და შეაჩეროთ ეს პროცესი, სანამ ბრძანებები დაიწერება.
იქნებ აგვიხსნას ვინმემ როგორ და რატომ დაბრუნდა ქარხანაში კორუფციაში ეჭვმიტანილი გენო მალაზონია, როგორ გახდა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ა.ხმიადაშვილი და დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას ეკონომიკის სამმართველოს უფროსი ქალბატონი დ.მეხრაძე და მისი მოადგილე ქალბატონი რ.ნანობაშვილი, ყოფილი მოადგილე ქალბატონი ნ.მალაღურიძე კადრების განყოფილების უფროსის თანამდებობას და ბატონი ლ.მანჯავიძე მთავარი ბუღალტრის თანამდებობას ,ა.გოგიბერიშვილი,რომელიც საწვავის მეურნეობას კურირებს(რ.ნანობაშვილის მეუღლე). ასევე ეკონომიკის სამმართველოსა და კადრების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ბატონ გენო მალაზონიასთან ერთად შემჩნეულნი იყვნენ ფინანსურ დარღვევებში და უზარმაზარი თანხმების გაფლანგვაში. საინტერესოა რატომ შეწყვიტა ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნული საქმის გამოძიება?! მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, დაიკითხოს ყოფილი კადრების განყოფილების უფროსი ვ. კაპანაძე, მაშინდელი ხელფასის ბუღალტრები, რომლებიც 2010 წლის მაისის გახმაურებული ამბების დროს გაანთავისუფლეს სამსახურებიდან, ასევე ყველა ის პირი რომლებიც აღნიშნულმა მაღალჩინოსნებმა ჩაითრიეს ფინანსურ დარღვევებში და ამის გამო ერთის წლის განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასს.თუ თქვენ არ დაინტერესდებით აღნიშნული საქმით ბატონო პრეზიდენტო მოხდება ისე რომ კორუმპირებული პირები დარჩებიან და უდანაშაულო, პატიოსან ადამიანებს თავიდან მოიშორებენ, ოღონდაც თავიანთი ტყავები გადაირჩინონ საშინელ დღეში ჩააგდებენ ხალხს და ახალ კომპანიასაც ,ეს არის კარგად ორგანიზებული კორუმპირებული ადამიანების დაჯგუფება,რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება,რადგან უზარმაზარი თანხები აქვთ დახარჯული,წლების განმავლობაში ათეთრებდნენ ფულს დასწორედ მათი დამსახურებაა „ენერჯი-ინვესტის“ გაკოტრება,გთხოვთ გადაამოწმოთ მათი პირადი ქონება და შემოსავლები და ნახავთ რომ მამა-პაპისეული მათ ბევრი არაფერი ჰქონდათ,წლების განმავლობაში ფლანგავდნენ ქარხნის შემოსავლებს და დღესაც ცდილობენ სხვის უბედურებაზე ააგონ თავიანთი ბედნიერება.ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ,დაუნდობელ ბრძოლას უცხადებთ მათ.
ძალიან გვაინტერესებს ა.ხმიადაშვილის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა სახელფასო უწყისები,ხალხს ხელფასები გაუნახევრეს ,საახალწლოდ რესტორანში იქეიფეს ქარხნის ყველა პირველ პირთან ერთად ,რომლებიც ასევე ჩათრეული ჰყავთ თავიანთ ბინძურ თამაშში
და იქ დაგეგმეს როგორ მოიშორონ ისედაც შეჭირვებული ადამიანები თავიდან, ხოლო საშობაოდ სვანეთში იმოგზარურეს.
ბატონო პრეზიდენტო ჩვენგან არ გესწავლებათ რომ ეს ქიმიური ქარხანაა და ხალხს სჭირდება სიმშვიდე,შვებულება, ჯამრთელობის დაზღვევა და კვება, გთხოვთ გვიპასუხოთ,
როგორ უნდა გამოიკვებოს ქიმიურ ქარხანაში მომუშავე ადამიანი, რომელიც უაღრესად დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს 22 ლარად თვეში, არნახული ინფლაციის პირობებში?! ეს ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო შემთხვევაა. გთხოვთ ნუ დაუშვებთ აღნიშნული ქარხანა „შპს“ გახდეს და ის ხალხი რომელთა მხრებზე გადავიდა ურთულესი წლები ქუჩაში აღმოჩნდეს.
ჩვენი მრავალათასიანი, მრავალ ჭირ-ვარამ გადატანილი კოლექტივი დაიღალა ,ამდენი გაუგებრობით.ბატონო პრეზიდენტო თქვენ შეიძლება ბევრი კარგი საქმის განხორციელებას გეგმავთ,მაგრამ დღეს საქართველოში გაბატონებულია თაობა რომლისთვისაც მორალი არ არსებობს, ახალ-ახალ კანონებს იგონებს თავიანთი მდგომარეობის განსამტკიცებლად და ხელს უშლიან თქვენს მიერ წამოწყებული საქმეების განხორციელებას.თუ ჩვენ ვაპირებთ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ვფიქრობთ რომ ეს საკითხი უაღრესად ყურადსაღებია,როგორი კანონიც არ უნდა შემოიღონ,ნებისმიერ ადამიანს აქვს შრომის და არსებობის უფლება. დაველოდებით თქვენს პასუხს და უყურადღებობის შემთხვევაში ნუ გეწყინებათ თუ ასეთივე კოლექტიური განცხადებით მივმართავთ ევროპულ სასამართლოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენი დიდი ნაწილი თქვენი ამომრჩეველია და მათ უკან ოჯახები დგას.ასევე გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო კითხოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს როგორ აპირებს ეკონომიკის მდგრადად განვითარებას,მდგრადად განვითარებული საწარმოს დაშლით და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკვე არსებული სამუშაო ადგილების გაუქმებით?
ბატონო პრეზიდენტო! თქვენი დახმარების იმედი გვაქვს,რათა ერთმანეთის გვერდზე დგომით შევუქმნათ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი და არ დავტოვოთ საქართველო უქართველებოდ.
უფალი გვფარავდეს ჩვენ, თქვენ და სრულიად საქართელოს!
2011 წლის 11 იანვარი
რუსთავი
წყარო:
http://www.ireporter.ge/?p=3362 This post has been edited by sexi-bicola on 17 Jan 2011, 21:07
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █