S.S. LAZIO 1900
დაარსების თარიღი - 1900 წლის 9 იანვარი
პრეზიდენტი - კლაუდიო ლოტიტო
მთავარი მწვრთვნელი - ედუარდო რეია
სტადიონი - რომის ოლიმპიური სტადიონი (72.698)
კლუბის ტიტულები:იტალიის ჩემპიონი - 1973/1974 1999/2000

იტალიის თასი - 1958, 1997-98, 1999-00, 2003-04, 2008-09

იტალიის სუპერთასი - 1998, 2000, 2009
საერთაშორისო ტიტულები:თასების მფლობელთა თასი - 1998/1999

ევროპის სუპერთასი - 1999
ისტორიაSocietà Sportiva Lazio, ცნობილი როგორც S.S. Lazio ან უბრალოდ ლაციო, წარმოადგენს იტალიურ სპორტულ კლუბს,რომელიც დაარსდა რომში 1900 წლის 9 იანვარს. ლაციოს საფეხბურთო გუნდმა თავისი ისტორიის უდიდესი ნაწილი იტალიის ელიტარულ პირველ დივიზიონში(სერია ა) გაატარა. ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ დაასრულა ჩემპიონატი მეორე პოზიციაზე, ხუთჯერ კი მესამეზე. ამასთან ხუთჯერ მოიგო იტალიის თასი, სამჯერ იტალიის სუპერთასი და თითოჯერ ევროპის თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი.
რომაულმა კლუბმა პირველ სერიოზულ წარმატებას 1958 წელს მიაღწია, როდესაც პირველად მოახერხა იტალიის თასის მოგება. იტალიის ჩემპიონები პირველად 1974 წელს გახდნენ, მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად კი 2000 წელს. XX საუკუნის 90-იანები წლები დედაქალური კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდს წარმოადგენს. 1999 წელს გუნდმა ევროპის თასების მფლობელთა თასისა და ევროპის სუპერთასის მოგება მოახერხა, ხოლო 1998 წელს უეფას თასის ფინალში გავიდა.
ლაციოს ტრადიციულ ფერებად თეთრი(bianco) და ცისფერი(celeste) ითვლება, საბერძნეთის როგორც ოლიმპიური თამაშების სამშობლოს საპატივცემულოდ. 1900 წლის ზაფხულში პარიზში რიგით მეორე ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარებულიყო და სწორედ იმ პერიოდში არსებულმა ოლიმპიურმა სულისკვეთებამ გამოიწვია სპორტის პოპულარიზაცია და რომაელ ახალგაზრდებში სპორტული კლუბის შექმნის იდეა. ხოლო კლუბის სიმბოლოდ არწივი იქნა არჩეული, რომელიც ძველ რომში საიმპერატორო ლეგიონების ემბლემას წარმოადგენდა
სახელი ლაციო დამფუძნებლებმა იმ განზრახვით შეარჩიეს, რომ კლუბის საქმიანობაში აქტიურად ჩართულიყვნენ არა მხოლოდ რომის მაცხოვრებლები, არამედ მთლიანად ლაციოს რეგიონის მოსახლეობა.
ლაციოს საშინაო არენას რომის ოლიმპიური სტადიონი(Stadio Olimpico) წარმოადგენს, რომელიც 72 689 მაყურებელზეა გათვლილი. ოლიმპიკოზე თამაშობს აგრეთვე ლაციოს ისტორიული მეტოქე რომა და სწორედ ამ სტადიონზე ყოველწლიურად იმართება რომაული დერბი(Derby della Capitale).
ამ დროისათვის ლაციო იტალიაში გულშემატკივრების რაოდენობით მეექვსე ადგილზე იმყოფება იუვენტუსის, ინტერის, მილანის, რომას, და ნაპოლის შემდეგ.
S.S. Lazio აგრეთვე წარმოადგენს სპორტულ კლუბს, რომელიც მონაწილეობას ღებულებს ნაციონალური ჩემპიონატის 40 სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს ყველა სპორტულ კლუბებს შორის.
ლაციოს ისტორია ვრცლადლაციოს 10/11 საფეხბურთო ფორმა:Home
Away
3rd
შემადგენლობა 10/11
ლაციოს Top-10 მპოსტავი!
წინა თემის ლინკი<<<_S.S. LAZIO1900_>>>IT'S OPEN!!!