დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა მოითხოვს შეწყდეს დევნილების გამოსახლება დაკავებული ფართობებიდან. ამ მოტივით დევნილთა ნაწილი, 20, 21 და 22 იანვარს ისევ აპირებენ პარლამენტის წინ აქციების გამართვას, თუმცა რა რესურსით ამას მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა არ აკონკრეტებს.
– ბატონო მანუჩარ, როგორ მოახერხებთ, რომ 20–ში ხალხი გამოიყვანოთ რუსთაველის გამზირზე?
– ეს ხალხი აქ ისედაც არის და იქნება, სწორედ ამ ხალხის წყალობით გადაიდო დევნილთა გამოსახლება. ხელისუფლება ელოდება ჩვენს დაღლას. ჩვენ არ დავიღლებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
– თუმცა, თქვენს მიერ ორგანიზებული აქციები მცირე მასშტაბიანია...
– აქციები მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ თითოეული მათგანის უკან ათასობით დევნილი დგას, რომელებიც გამოვლენ და ჩვენთან ერთად იბრძოლებენ.
– აქციები ადრეც ჩატარდა, მაგრამ მისი მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ დევნილთა საზოგადოება ერთ აზრზე არ არის…
– ჩვენ ერთად ვართ და ვიქნებით. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა სრულიად ერთ აზრზეა.
– რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ არ გაამართლებს პერმანენტული აქციები?
– მაშინ რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ, მივალთ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის გამგეობის წევრები და დევნილებთან ერთად კარვებში დავსხდებით.
– ისევ „კარვების ქალაქად” უნდა აქციოთ თბილისი?
– ჩვენ არა. ხელისუფლება აქცევს ქალაქს “კარვების ქალაქად”.
–“კარვების ქალაქი” ერთხელ უკვე გავიარეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. რას აპირებთ იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური სიტუაცია განმეორდება?
– მაშინ ჩვენ იძულებული გავხდებით დავტოვოთ ქვეყანა და უარი ვთქვათ არა საქართველოს მოქალაქეობაზე, არამედ იმ ხელისუფლებაზე, რომელიც საქართველოშია. იძულებულები გავხდებით, წავიდეთ მეორე ქვეყანაში.
– რომელ ქვეყანაში?
– მეორე ქვეყანაში.
– რუსეთში?
– სხვათაშორის, კობა სუბელიანს მალე გაათავისუფლებენ. საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარებები, რომლებიც დევნილებს ეკუთვნით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს „პადვალშია“ ჩაკეტილი და იქ ფუჭდება, გარდა ამისა უამრავი სხვა დახმარება არ მოსულა დევნილებამდე...
თუმცა, დევნილთა და განსახლების სამინისტროში სიგუას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ: "დევნილებს კუთვნილი დახმარება ყოველთვის შეუფერხებლად ურიგდებათ".
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2790 * * *
მიაქციეთ რა ამ ხალხს ყურადღება, თავიანთი გასაჭირი ეყოფათ რა.
This post has been edited by gogach on 18 Jan 2011, 23:42
უოტსონ, ჩემო კარგო, უოტსონ! ეს ხომ ელემენტარულია...
რაც უნდა თქვან შენზე ... იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ.