კითხვა: რას ნიშნავს რუსეთისათვის კავკასიის დათმობა, დატოვება და სრული დეოკუპაცია?
პასუხი: იმას რომ რუსეთი კავკასიის სრული დეოკუპაციით თავს დაიხსნის რუსეთისათვის მომაკვიდნებელი პრობლემებისაგან. ეს პრობლემები ბატონებო და ქალბატონები კი არ წყდება და ნელდება არამედ პირიქით, იზრდება და მატულობს დღითი-დღე. კავკასიაში მიმიდანერ პროცესები გავლენას ახდენს სხვა დაპყრობილ ქვეყნებზე როგორიცაა თათარსტანი, ბაშკირსტანი, კარელია, ბურიატია და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ რომ ეს დაპყრობილი სახლემწიფოები რუსეთთან არავითარ კავშირში არ არიან, არც ენით, არც სარწმუნოებით, არც გენეტიკური წარმომავლობით და არც ტრადიციებით. რამოდენიმე თვის წინ, ტერორისტულმა ორგანიზაციამ "მინისტერსტვო ვნუტრენნიხ დელ როსსიი" განაცხადა რომ "ექსტრემიზმი" კარელიაში 2009 წელთან შედარებით გა 10 მაგდა, სულ უფრო ხშირად გაისმის დამოუკიდებლობის მოწოდებები, დღითი დღე მატულობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთება.
ის რომ კავკასია რუსეთს აუარებელი ძალა ენერგია უჯდება, ამას ყველა აღიარებს. ჩრდილო კავკასიელებს რუსეთში "კავკასიელ მიგრანტებს" ეძახიან, პარადოქსალურია ბატონებო და ქალბატონებო ის,..რომ თუ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის ნაწილია მაშ ჩეჩნები, დაღესტანელები, ჩერქეზები, ინგუშები, ადიღეველები მიგრანტები როგორ უნდა იყვნენ???
ჩვეულებრივი რუსის ფსიქოლოგიაში კავკასიელი არის უცხო, უცხო ქვეყნელი, ემიგრანტი, 'გასტ-არბაიტერი" შავ-კანიანი..მოკლედ, სხვა და არა რუსეთის მოქალაქე.
სისულელე და თავის მოტყუებაა იფიქრო ის რომ ყოველივე ამის შემდეგ რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია ერთი სხეული ან ერთ-ძმურ სამყაროდ ჩამოყალიბებული ფენომენია.
ერთად ერთი გზა რომელმაც შეიძლება იხსნას რუსეთი სრული დაქუცმაცებისა და დაშლისაგან არის: რუსეთის მთავრობის სრული კაპიტულაცია და კავკასიის დათმობა-დეოკუპაცია.