http://www.tabula.ge/blog/%E1%83%A1%E1%83%...83%98%E1%83%97/მეგობრებო, დღეს ეს წერილი გავრცელდა ინტერნეტში, როგორც ჩანს, ავტორი ზუსტადაა ინფორმირებული საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შესახებ. თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ გზით ილია II-ის ძმიშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტის ყველაზე რეალური კანდიდატი ხდება. ცნობისთვის, დიმიტრი შიოლაშვილი მმკ-სა და რაფაელ კარელინის მფარველი იერარქია. ვბეჭდავ უცვლელად.
პატრიარქობა ნათესაობით გადადის?!
საით მიდის საქართველოს ეკლესია.
სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 21-25 დეკემბრს საქართველოს ეკლესიის სინოდის სხდომამაზე განიხილება ეპარქიების დაყოფისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საკითხები, მერე და რა , არაფერი – მაგრამ, როდესაც იხსენებ ცნობილ საეკლესიო გამოთქმას : “ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს” – იბადება კითხვა : რა მიზანს ისახავს საპატრიარქო? ფაქტია დაყოფა ნიშნავს, რომ არსებული მღვდელმთავრები ჯეროვნად ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, ან ეკლესიას აქვს მატერიალური ფუფუნება იმისთვის, რომ ყოველ სოფელს და კუთხეს ყავდეს თავისი ეპისკოპოსი. ან იქნებ დადგა დრო ქუთათელ გაენათელს, რომელიც 25 წელია მართავს ამ ეპარქიას გამოეყოს გელათი და მოწამეთა, მის ადგილზე კი დაინიშნოს საყდრის მაძიებელის ხმის მიმცემი კანდიდატი. გავრცელებული ხმებით პატრიარქი მის ძმისშვილს უმზადებს საყდარს, რომელიც ფარულად, მიზანდასახულად და მისთვის ჩვეული მოხერხებულობით, შთააგონებს ბიძას სინოდში ახალი მღვდელმთავრებით გაიძლიეროს პოზიციები. მართალია ეს მცდელობა წინა სხდომაზე ბოლომდე მოუმზადებლობის გამო ვერ განხორციელდა, მაგრამ მას შემდეგ დრომ და გერმანიაში ბიძასთან განცალკევებულად ყოფნამ ამ გეგმის და მიზნის შენიღბვისათვის მოქმედების კარგი საშუალება მისცა. ფშავ-ხევსურეთის გაყოფა თანამემამულისა და ნათესავის, ეპისკოპოსობიდან განყენებული ქრისტეფორე წამალაიძის შემორიგებასთან ერთად, ხმის მყარ გარანტიას იძლევა, სამთავისისა და გორის ეპარქიის, გურიის, საზღვარგარეთის ეპარქიის, რუისისა და ურბნისის გაყოფით მეუფე დანიელს, აბრაამს და იობს შეასუსტებენ. ნეკრესის ეპარქიიდან ლაგოდეხის, ახალციხიდან ასპინძის, დედოფლისწყაროდან ჰერეთის გამოყოფით ახალი ეპისკოპოსების ნაკადით (სულ 12 მღვდელმთავარი) უცებ, ერთ სინოდზე, ძლიერ და საიმედო დასაყრდენს იქნის ბათუმის ამჟამინდელი მიტროპოლიტი და პატრიარქის ძმის შვილი. ეპარქიების ხელოვნური უკიდეგანო დაყოფა ისეთ ტენდენციად იქცა, რომ სავარაუდოდ შემდგომშიც კიდევ მოიძებნება საბაბი და მიზეზი დარჩენილი ეპარქიების გაყოფისა. ამდენი ეპისკოპოსი მოსახლეობის მიხედვით არცერთ ეპოქაში, არცერთ დროში არ ყოფილა. ეპისკოპოსების გაზრდილი რაოდენობა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ტახტის მაძიებლის ინტერესებს ემსახურება, მძიმე ტვირთად აწვება ეკლესიებს, მღვდლებს და საბოლოოდ მრევლს. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც, საქრთველოს ეკლესიას ოფიციალურად არასოდეს არ გამოუხატავს თავისი ცხადი დამოკიდებულება რუსეთის ეკლესიის მიმართ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხებზე. მუდმივ ლოიალური დამოკიდებულება და ეკლესიის მღვდელმთავართა პირფერული თუ ‘მიჯაჭვული’ გაუგებარი სიყვარული “ერთმორწმუნე რუსეთისადმი” საეჭვოდ ხდის ბევრ რამეს. დიდი ზარ ზეიმით აღინიშნება ხოლმე რუს წმინდანთა დღეები, მაშინ როდესაც რუსეთის ეკლესიის არგაბრაზების მიზეზით აფხაზეთში მოწამეობრივად მოკლული მღვდელმონოზონი ანდრია ყურაშვილის წმინდანდად შერაცხვაზე საუბარსაც კი ვერ ვბედავთ. მართალია ჩვენ საზოგადოებაში ეკლესიაზე და იქ მიმდინარე მოვლენებზე საუბარი კარგა ხნიხ ტაბუდადებულია, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს და ყოველი დაფარული განცხადებული იქნება. ეკლესია, რომელიც თავის მნიშვნელობით პრაქტიკულად მთელ ქართულ საზოგადოებას ნიშნავს, ჩვენს თვალწინ სცილდება მის დანიშნულებას და ცალკე კასტურ-ქურუმულ, ორდენად ყალიბდება. ჩვენ საზოგადოება კი დუმილით ხელს ვუწყობთ მის ასეთად ჩამოყალიბებას. დუმს იერარქია, სამღვდელოებაც. იქნებ საზოგადოებრივი სამაუწყებლო საშუალებებით გავაცნოთ ჩვენს ერს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარნი, მათი შეხედულებანი ჩვენი ქვეყნის აწყმოზე და მომავალზე. ჩვენ გვესმის ამბიონიდან მათი ქადაგებანი იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, მაგრამ იმქვეყნიური ცხოვრება ხომ ამქვეყნიურიდან იწყება. სამშობლო, პატრიოტიზმი, ერის წარსული, აწყმო და მომავალი, ადამიანის უფლებები ხომ ამქვეყნიური ცნებებია და რად უნდა იქნეს საწყენი თუ ჩვენ, ჩვენი ეკლესიის იერერქთა მსოფლმხედველობანი გვაინტერესებდეს.
ეპარქიები რომლებიც იყოფა:
1. ქუთაის-გაენათის ეპარქია, მიტროპოლიტი კალისტრატე.
2. შემოქმედის ეპარქია, მიტროპოლიტი იოსები.
3. მანგლისის და წალკის ეპარქია, მიტროპოლიტი ანანია.
4. ურბნისის და რუისის ეპარქია, მიტროპოლიტი იობი.
5. ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, მიტროპოლიტი თეოდორე.
6. თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, მიტროპოლიტი თადეოზი
7. დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია, ეპისკოპოსი მელქისედეკი.
8. ნეკრესის ეპარქია, მიტროპოლიტი სერგი.
http://www.tabula.ge/blog/%E1%83%A1%E1%83%...83%98%E1%83%97/http://www.tabula.ge/article-2599.html