საინტერესო სტატიას წავაწყდი წეღან

ცხოვრების წესი:
ეს არის განსაკუთრებული რომანტიკულ დეპრესიული აზრი ცხოვრებაზე, (ჩაკეტილობა, დეპრესია, მელანქოლია)
რეალობის აღქმა ( მიზანტროპია, სილამაზის თავისებური აღქმა, ლტოლვა ოკულტიზმისა და სხვა ირეალურისადმი)
საზოგადოებასთან ურთიერთობა ( სტერეოტიპებისადმი შეუგუებლობა, ანტაგონიზმი საზოგადოებისადმი და მისგან სრული იზოლაცია) რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ გოთს ყველა ეს თვისება ჰქონდეს.
განსაკუთრებით გავრცელებულია სიკვდილის კულტი ანუ მისი გაფეტიშება, ასევე გოთები გამოირჩევიან არტისტულობით.
მუსიკის როლი კი აქ არც თუ ისე მაღალია (სხვა კულტურებთან შედარებით) არსებობს ბევრი ადამიანი ვინც უსმენს გოთიკას მაგრამ არ არის გოთი და პირიქით. დღეს მათი გამაერთიანებელი მუსიკასთან ერთად არის მხატვრობა, ფოტოგრაფია, მწერლობა და სხვა.
იყო გოთი ნიშნავს იმას რომ როგორც იმიჯით ასევე მსოფმხედველობით ესადაგებოდე გოთიკ კულტურას. მხოლოდ მსმენელი არ არის გოთი, რადგან გოთიკა ძალიან ჩაკეტილი და აბსოლუტურად განსხვავებული კულტურაა რომელსაც დიდი სულეირი და ესთეთიური მხარე გააჩნია მუსიკალურთან ერთად.
გოთების სახეობები:
მორი გოთი, Perky Goth:
ეს ორი გოთიების სახეობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან უბრალოდ ძალიან გამოირჩევიან სხვებისგან და იმიტომ დავახასიათებ ერთად, მორი გოთი არის უკიდურესად დეპრესიული, ჩაკეტილი პიროვნება როგორც მიიჩნევენ სწორედ ისინი არიან 100% იანი გოთები და სუბკულტურის საფუძველი.
Perky Goth აი ესენი უფრო "ლაით" გოთები არიან, ასევე ტიპიური ფეტიშისტები ანუ მათთვის გოთიკა მხოლოდ ფეტიშია, მათ ხშირად "ძალით" გოთებსაც უწოდებენ
Antiquity Goth, Renaissance Goth, Romantic Goth, Victorian Goth:
Antiquity Goth-გოთები რომლებიც იმოსებიან გარკვეული ეპოქის ტანისამოსით და ფაქტიურად ცხოვრობენ სხვა ეპოქაში
ასევე Renaissance Goth, Romantic Goth, Victorian Goth ესენიც ამავე სტილის გოთები არიან უბრალოდ სხვადასხვა ეპოქის ტანისამოსით იმოსებიან, რაც მთავარია მათში არ არის აუცილებელი შავი ფერის ტარება, ვთქვათ თუყკი ვიქტორიანული ეპოქის ტანისამოსი არ შეიცავს შავ ფერს Victorian Goth-ს ააქვს სრული უფლება ატაროს ის.
Corporate Slave Goth:
ესენი არიან უბედური გოთები რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა კორპორაციებზე და იძულებულნი არიან კორპორატიული ტანისამოსი ატარონ, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ უნიფორმაში გოთური ელემენტების შეტანას, მაგრამ თავისი სტილით ისინი არანაირად არ გვანან გოთებს, იმიტომაც არიან კორპორაციის მონა გოთები.
Cyber Goth, Darkwave
ესენი არიან ფეტიშ გოთები, ულტრათანამედროვე სტილის აქსესუარებითა და ჩაცმულობით.
Glitter Goth, Fairy Goth
აქ მხოლოდ გოგო გოთები არიან, ისინი ვინც ცდილობს ფერიებსა და სხვადასხვა მითიურ გმირებს მიბაძოს, მათი ჩაცმის სტილი ძალიან ორიგინალური და ბავშვურია კერძოდ ზოლიანი ტანისამოსი, მოკლე კაბები, ტოპი, ორიგინალური თმის ფერი და სხვა.
Gypsy Goth, Hippie Goth
ამ სტილს მისდევენ ასაკოვანი გოთები და გოთები კერპთაყვანისმცემლები (Wicca)
Fetish Goth
თანისამოსში გამოიყენება მხოლოდ ხელოვნური მატერიალი, ლატექსი ვინილი და სხვა, არიან გამომწვევები, აქვთ უცნაური ვარცხნილობა, ასევე მატში გავცრელებულია ანდროგენიზმი.
Punk Goth, Post-Punk, Dark Punks
გოთები რომლებიც მისდევენ 80 იანი წლების სტილს, იროკეზი, დახეული ჯინსი, ტყავის კურტკა და სხვა.
Western Goth
იხილეთ ჯგუფი Fields of the Nephilim და მიხვდებით რას გულისხმობს ეს სტილი
Tribal Goth
იგივე modern primitives, აუცილებელია პირსინგი (ტუჩი, მკერდი) და ახლოს დგანან ფეტიშ გოთებთან.
Vampyre Goth
ისინი თავ ვამპირებად თვლიან და ხშირად არიან კიდეც (ბრიტანეთში არის რამდენიმე კლუბი სადაც ხდება შეკრებები და იმართება ეგრეთ წოდებული "Vampyre party" სადაც სვავენ რეალურ სისხლს)
ხშირად სახეს თეთრად იღებავენ რომ მიცვალებულებს დაემსგავსონ ატარებენ წითელ შავთან შეხემაბულ ტანისამოსს.
http://allrock.moy.su/publ/2-1-0-23