#23537159 · 19 Jan 2011, 04:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პარლამენტში სერიოზულად ფიქრობენ თურმე, რომ:
წყალი, ნაგავი, გაზი არც არაფერია, ნებისმიერ სახდავალიანებას თუ არ გადაიხდი დროულად (ადმ. ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო, გადასახადები, მოსაკრებლები), ასევე სახელმწიფოს საწველ ძროხას, ანუ ბანკს სესხის დაბრუნების საკითხში ურჩად ეაბიჟნიკები, სახელმწიფო აპარატისთვის მეტად შრომატევადია ვალდებულთა ქონების მოძიებანი და უმეტესად სასამართლოებში საამისოდ სირბილი აღსრულებამდე საქმის მისაყვანად, თანაც ესენიც (სასამართლო და აღსრულების ორგანოები) საკმაოდ გადატვირთულიაო და თუ ეხლა მიმდინარე დენ-წყალ-ნაგვის ერთიანი ადმინისტრირების მიშნოვაციამ გაამართლაო, მომავალში ყველა ამ ვალდებულების გადაუხდელობა მიებმას უნდა უპირველესად ელექტროენერგიის და დამატებითად სატელეფონო მომსახურების გათიშვასო...
ეს ინფორმაცია ჯერ კულუარულია, მაგრამ უკვე კაი მყარი იდეის დონეზეა და მალევე და თვალის დახამხამებაში შეიძლება იქცეს ოფიციალურ და კანონიერ ინფორმაციად...
მოკლედ, სავსებით შესაძლებელია რომ ასეთი ტრანსუნიფიცირებული ნაცნოვაცია სულ მალე დაგვატყდეს თავს...
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|