ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს
08:55 20-01-2011
ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს. სტუდქალაქის პერიმეტრი პოლიციელებით არის გარშემორტყმული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ .
რამდენიმე წუთის წინ ადგილზე სატვირთო მანქანით 60-მდე პირი მიიყვანეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, დევნილთა ნივთების გამოსატანად დაიხმარენ. "კონსერვატორების" წევრებმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და ალეკო შლამბერიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ეს ადამიანები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან.
დევნილთა გამოსახლების პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამი წარმომადგენელი ადევნებს თვალს.
დევნილთა თქმით, სტუდქალაქში პოლიციელები დილის 07:00 საათზე მივიდნენ. დევნილები, რომელთა დიდმა ნაწილმა 2008 წლის ომის შედეგად დატოვა სახლები, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სამ შენობაში ცხოვრობენ. თუმცა, ამ დროისთვის გამოსახლება მხოლოდ ერთი შენობიდან მიმდინარეობს.
დევნილებმა შეტყობინება, რომ შენობა 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ, წუხელ მიიღეს. მათ, სავარაუდოდ, სამეგრელოს რეგიონში, სოფელ ფოცხო-ეწერში უპირებენ განთავსებას.
http://www.interpressnews.ge This post has been edited by Sophist on 20 Jan 2011, 10:00
მიმაგრებული სურათი
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...