მოგესალმებით,
მოდით ამ თემაში ვისაუბროთ ქართული ენის შესახებ...
დაწერეთ რაც გაგახსენდებათ, ყველა პროზაული თუ პოეტური ნაწარმოები, სადაც მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწენი ჩვენი ენის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
,, რა ენა წახდეს ერიც დაეცეს"
* * *
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
ლადო ასათიანი
ქართული მარტო ენაა?! – ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! – იმოდენაა !
მუხრან მაჭავარიანი
იაკობ გოგებაშვილს შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი, სიძნელეს გზისას არად აგდებდი. როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის, გშვენის დიდების შარავანდედი.
იოსებ ნონეშვილი
… აღჩნდნენ მწერლები, ჟურნალისტები, ვაი საბრალოს… ვაი ჩვენს ენას!.. მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა, სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი, მის ძალი, მადლი, უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!.. ერის ცხოვრება, მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით; რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს… წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..
გრიგოლ ორბელიანი
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
იოანე ზოსიმე, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
ირაკლი აბაშიძე
* * *
http://lib.ge/body_text.php?6722 This post has been edited by Harry Haller on 20 Jan 2011, 16:50