
რა მოხდა დღეს სოფელ დიღომში?ამას სოფელ დიღმის მოსახლეობის წერილიდან შეიტყობთ,რომელსაც გთავაზობთ:
"30 ივლისს, წმ.დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს, განსაკუთრებული სადღესასწაულო სახე აქვს სოფ.დიღომში. წლევანდელ წელსაც, პატრიარქის ლოცვა–კურთხევით ჩატარდა საზეიმო წირვა–ლოცვა, რომელსაც ესწრებოდნენ გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე, სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული სასულიერო პირები, მრევლი და სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.
დღესასწაული ტრადიციულად დასრულდა ტრაპეზით, რომელიც სოფლის მოსახლეობამ სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სკოლის სასადილო დარბაზში გამართა.
როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულის გამო განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაანთავისუფლა.
მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით სოფელ დიღომში სერიოზული დაძაბულობაა.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროამ ქმედებით განზრახ დაუპირისპირდა მათ და მიზნად ისახავს ღონისძიების ჩაშლას.
სოფელი აღშფოთებულია მომხდარი ფაქტით, ისინი მოითხოვენ პასუხს განათლების სამინისტროდან და პროტესტის ნიშნად საჯარო დაწესებულებაში მოსწავლეთა არ დაშვებით იმუქრებიან.
მოვითხოვთ, სასწრაფო რეაგირებას და იმედს ვიტოვებთ, რომ განათლების სამინისტრო გონივრულობას გამოიჩენს აღნიშნული მოვლენისადმი და არ გახდება მიზეზი დირექტორის განთავისუფლებისა.

ეგრე რა, რაც მეტი ქლიავი დარჩება უსამსახუროდ, მით უკეთესი