როგორ შეიძლება ღმერთის არ გწამდეს, როცა იზრდები, ბერდები, კვდები. მე თუ ჩემს ცხოვრებას ვერ განვაგებ, რანაირად არ ვარ სხვაზე დამოკიდებული, ამიხსენით ერთი. და თუ სხვაზე ვარ დამოკიდებული, ესე იგი ჩემს ცხოვრებას სხვა განაგებს ( იმ სხვას ახლა თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით ).
ვინმემ შეაჩერეთ ჩასახვა ( ბუნებრივად), ზრდა, სიბერე, სიკვდილი და მსგავსი ბუნებრივი მოვლენები, თუნდაც დედამიწის ბრუნვა, შეიცვალეთ გარეგნობა( მოჭრა-მიჭრის და აქჩვის გარეშე), და დავიჯერებ რომ ღმერთი არ არსებობს.
გამოიგონეს ნათურა, გაფრინდნენ კოსმოსში, ისწავლეს ხინკლის კეთება და ჩასკდომა და ამით დაასკვნეს რომ მაგრები და ყოვლისშემძლე ღმერთები ყოფილან. იქნება მე მუცლის ამოყორვას და მთვარეზე გაფრენას, სულ ახალგაზრდად ყოფნა და უკვდავება მირჩევნია. დარწმუნებული ვარ თქვენც ეგრე გენდომებათ. თუ გრიალია, ვეჩნი გრიალი უნდა იყოს და არა ჰა- ჰა გაწი-გამოწი 50 წელი, ისიც თუ გაგიმართლა. მერე სად მიდიხარ, აღარ გინდათ ტექნიკური პროგრესი და დროს ტარება?
თუ მორჩა კინო !!!