-თუმცა თქვენ რიგითი წევრი ხართ ჯერ ამ ორგანიზაციის, ხომ ირიცხებით რიგით წევრად?-რა სისულელეებს ლაპარაკობთ. თქვენ ეს შეკითხვები დაგავალეს, შეკვეთა გაქვთ მიღებული, უბრალოდ ვერ ხვდებით, რას მეკითხებით, თუ რა გჭირთ?
-იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში წერია…-იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ფეხებზე მკიდია თავისი იუსტიციის მინისტრიანად.
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში წერია, რომ თქვენ რჩებით პარტიის რიგით წევრად…-
-იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტს მე სად უნდა ვიყო? ადეიშვილი გადაწყვეტს მე სად უნდა ვიყო, თქვენ გადაწყვეტთ მე სად უნდა ვიყო და სერგო ჯავახიძე გადაწყვეტს მე სად უნდა ვიყო?
-მე არ ვწყვეტ, ბატონო ზურაბ, თქვენ სად უნდა იყოთ, მე შეკითხვას გისვამთ…-თქვენ აპირებთ, რომ გადაწყვიტოთ და ადეიშვილიც აპირებს, რომ გადაწყვიტოს და ერთი კვირაა მეკითხებით ამას და მე გავაკეთე განცხადება, რომ მე გავაკეთებ ახალ პარტიას. მე ერთდროულად ორ პარტიაში ხომ ვერ ვიქნები?! ხომ გამორიცხულია?!
სრული ინტერვიუ ნეტგაზეთი.გე-ზე
http://netgazeti.ge/GE/43/News/4199/ * * *
ნოღაიდელი: რუსეთთან ურთიერთობაში მეტოქე ვერ ეყოლება ვერავის, რუსეთთან ურთიერთობაში ექსკლუზივი ვერ ექნება ვერავის. ეს ნაბიჯი გადადგა ნინო ბურჯანაძემ და ძალიან კარგი გააკეთა – ჩვენს შემდეგ ოღონდ, ბევრად ჩვენს შემდეგ. ამიტომ აქ პირველობას, ამ მიმართულებით ვერავის დავუთმობ, ნებისმიერ შემთხვევაში . შეხვედრა ჰქონდა სხვებსაც, იგივე ირაკლი ალასანიას ლავროვთან. შეხვედრის მცდელობები ჰქონდათ სხვებსაც. ზოგს წარმატებულად, ზოგს – წარუმატებლად. არავის არ ექნება ამ ურთიერთობაში ექსკლუზივი. მე როდესაც ვსაუბრობ ჩვენს პარტიულ უპირატესობაზე, მე ვსაუბრობ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ სხვებზე უფრო უკეთ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვებმა ეს არ უნდა გააკეთონ.
This post has been edited by Blogger on 21 Jan 2011, 12:07