#23579638 · 21 Jan 2011, 15:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონო პრეზიდენტო.
ვიცით, რომ ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფებოდით აშშ-ში და საკმაოდ დაიღალეთ. მაგრამ გუშინდელი თქვენი გამოსვლა ტელევიზიით ძალიან ცუდად აისახა შაქრის და სხვა სოციალური მნიშვნელობის პროდუქტების ფასებზე.
კერძოდ დღეს დილიდან შაქრის ფასმა 5 ლარით მოიმატა (ტომარა)
ანუ მას შემდეგ რაც ტქვენ ახსენეთ, რომ მსოფლიო ბირჟები გაგიჟდნენო თუ გადაირიენო (ზუსტად არ მახსოვს) და ყველაფერი კატასტროფულად ძვირდება მთელს მსოფლიოშიო...თქვენმა საყვარელმა მონოპოლისტებმა ეს გამოთქმა აღიქვეს, როგორც მწვანე შუქი შემდგომი მოსახლეობის ძარცვისათვის და მეორე დღესვე გააძვირეს პროდუქტი!
უმორჩილესად გთხოვთ ეგეთი სისულელე აღარ ჩაიდინოთ, რადგან უარყოფით ზეგავლენას ახდენთ ეკონომიკურ სიტუაციაზე ქვეყანაში.
ჩემი აზრით არსებობს 2 ვერსია იმისა, თუ რა ხდება თქვენ ირგვლივ.
1. თქვენ გატყუებენ, რომ კატასტროფაა პროდუქტთან მიმართებაში და მიუხედავად ჩვენი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელშიც ყველას შეუძლია შაქრის და სხვა სწრაფად რეალიზებადი სოციალური პროდუქტის იმპორტი მაინც ვერ ხერხდება ფასების დასტაბილურება რადგან ოხერი მომწოდებლები უძვირებენ ჩვენს სახელოვან იმპორტიორებს. 2. თქვენ ყველაფერი კარგად იცით, ისიც, რომ შაქარი 2 მონოპოლისტს შემოაქვს მხოლოდ ქვეყანაში და ისინი თქვენი ხელდასმით მოქმედებენ და ყველაფერი ის რასაც ლაპარაკობთ მაგათ გაპრავებას ემსახურება.
გთხოვთ გაგვცეთ პასუხი, რომელია ამ 2 ვარიანტიდან სიმართლე, გთხოვთ გვიპასუხოთ უახლოეს დღეებში და თუნდაც რუსთავი2-ის ეთერით მორიგი სოფლის მონახუელბის დროს.
პატივისცემით,
idinamore
--------------------
Fortune Favours The Braves
|