ა მდგომარეობაა დღეს ტელეკომპანია "მაესტროში", როდის აპირებს ტელევიზიის ხელმძღვანელობა ეროსი კინწმარიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას და მოსალოდნელია თუ არა ფინანსური პრობლემების გამო "მაესტრომ" შეწყვიტოს მაუწყებლობა. ამის შესახებ "პრესა-ჯი"-ს მამუკა ღლონტი ესაუბრა.
– მოდით დავიწყოთ თავიდან, რა სახის კონტრაქტი გააფორმეთ თავის დროზე ეროსი კიწმარიშვილთან?
– ეს იყო ჩვეულებრივი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა "მაესტროს" გადაცემას ეროსი კინწმარიშვილის მმართველობაში. მთავარი პირობა იყო ჟურნალისტების თავისუფლება და შეთანხმებით მოხსნა ან დანიშვნა მნიშვნელოვანი პერსონებისა.
– რა ფუნქცია ჰქონდა კიწმარიშვილს?
– მართავდა ჩვენს ტელევიზიას.
– რის შემდეგ შეწყვიტა მან ტელევიზიის დაფინანსება, რაიმე სახის კონფლიქტს ხომ არ ჰქონია ადგილი?
– ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეწყვიტა მან ტელევიზიის დაფინანსება. მას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს. ჩვენს შორის ვერანაირი დაპირისპირება ვერ იქნებოდა, რადგან არანაირი კონტაქტი არ მქონდა მასთან, გარდა იმისა თუ სადმე, შემთხვევით შევხვდებოდით ერთმანეთს.
– თუ შეეცადეთ დაკავშირებოდით და პირადად გაგერკვიათ, თუ რა იყო დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი?
– მან რამდენიმე კვირის წინ გამომიგზავნა წერილი და მე მივხვდი, რომ მისი სურვილი იყო წერილობით ურთიერთობა. როდესაც ადამიანი ასეთი ფორმით აპირებს ურთიერთობას, შენც არ უნდა დააძალო სხვაგვარი ურთიერთობა.
– თვენ 14 დღიანი ვადა მიეცით ეროსი კინწმარიშვილს. რა მოხდება ამის შემდეგ?
– ჩვენ მივეცით 14 დღიანი ვადა, რის შემდეგადაც დაიწყება სასამართლო პროცესი.
– რას მოითხოვთ სასამართლოს ძალით?
– სასამართლოსგან მოვითხოვთ კონტრაქტის შეწყვეტას და შემდეგ კინწმარიშვილს მოვთხოვთ დავალიანების დაფარვას, რომელიც დაგროვილია და რაც დაგროვდება კიდევ სამ თვეში.
– სულ რამდენი ექნება გადასახდელი ეროსი კინწმარიშვილის?
– ზუსტი ციფრის თქმა ძალიან მიჭირს, რადგან ეს დასათვლელია ორივე მხრიდან. თუმცა, ეს არ არის პატარა ფული.
– ბატონო მამუკა, მაინც გაუგებარი რჩება, კონკრეტულად რას ითხოვდა ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროსგან"?
– არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჭორებზე დაყრდნობით დასკვნებს აკეთებს. არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რატომ შეწყვიტა მან დაფინანსება.
– გთხოვდათ თუ არა ეროსი კინწმარიშვილი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას?
– ბატონი ეროსი ამას ვერ მომთხოვდა, რადგან მას ჩემთან შეხება არ ჰქონდა. ის მართავდა, მე ვადევნებდი თვალს. მსგავსი თხოვნით ის ვერ მომმართავდა.
ხოლო თუ ამის სურვილი ექნებოდა, მე ბევრად ახლობელი ადამიანები მყავს იმ პარტიაში და ისინი მეტყოდნენ. მაგრამ მსგავსი არ ყოფილა არც ლევან გაჩეჩილაძის და არც სოზარ სუბარის მხრიდან.
– თქვენ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თუ უნდა ეროსი კიწმარიშვილს ომი, ის მიიღებს ომს. ამას მოჰყვა ქილიკი, რომ მშიერი ჟურნალისტებით ომის მოგება წარმოუდგენელია...
– ვინც ამაზე ქილიკობს, გაიხსენოს რომ ერთ-ერთი ვინც სააკაშვილს რაიმე გამოსტაცა ეს იყო "მაესტრო".
– ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, "მაესტრო" იყო თუ არა ოპოზიციური ტელევიზია, ესეც საკითხავია.
– ძალიან ცდება ის, ვინც თვლის რომ ტელევიზია უნდა იყოს ან პროსახელისუფლებო, ან პროოპოზიციური. მედია უნდა იყოს პროსაზოგადოებრივი. ხშირად ჩანს, რომ ობიექტური ტელევიზია არის პროოპოზიციური.
პარტია მე და თქვენც შეგვიძლია შევქმნათ. გამოვიდეთ, ვინმეს რამეს დავპირდეთ, შემდეგ დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები ოპოზიციის შეცდომებზე. პირადად მე, დავუშვი მსგავსი შეცდომა როდესაც დათვური სამსახური გავუწიე ოპოზიციას აპრილის აქციების დროს. ყოველთვის ვეხვეწები ჩვენს კოლეგა ჟურნალისტებს, ნუ ხართ ოპოზიციასთან რბილები, რადგან თუ მოეფერებით და თავზე ხელს გადაუსვათ ჩაეძინებათ, რაც დაემართათ კიდეც. ოპოზიციას ჭკუა რომ ჰქონდეს, პირიქით, მეტი კრიტიკა უნდა მოსთხოვოს მედიას, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში დაინახავს ის სწორ გზას. ერთადერთი იარაღი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის სიმართლე.
– ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინო ბურჯანაძე აპირებს თქვენთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.
– ნინო ბურჯანაძე კი არა, თუ გინდათ "ნაციონალები" დაგვეხმარონ. დღეს საქართველოში რეალურად არის ასეთი სიტუაცია. "მაესტროში" გვაქვს მხოლოდ ორი რეკლამა, ეს არის "მაგთი" და "ბორმენტალი", რომელიც ტელევიზიის ხარჯების ერთ პროცენტსაც ვერ ფარავს. რეკლამა რომ არ არის ჩვენთან, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რეიტინგი არ გვაქვს. ხელისუფლების ნებაა, რომ "მაესტროს" და "კავკასიას" რეკლამა არ უნდა ჰქონდეს. საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ ფულებზე ლაპარაკობს, წყალს ასხამს ხელისუფლების წისქვილზე.
ჩვენ რომ უარი ვთქვათ მეცენატების და პოლიტიკოსების მხრიდან დაფინანსებაზე, ამ შემთხვევაში ტელევიზია ელემენტარულად ვერ იარსებებს. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ "მაესტრომ" ამის სანაცვლოდ ვინმესგან რაიმე ვალდებულება არ აიღოს. დღეს "მაესტროში" უმძიმესი მდგომარეობაა, აქ მარტო ხელფასზე არ არის საუბარი. საბედნიეროდ, ადამიანები ვინც აქ მუშაობენ, ეს იქნებიან ჟურნალისტები, მძღოლები თუ დაცვა, ყველა დარჩა და მუშაობს უფასოდ. აქ საუბარია კომუნალურ გადასახადებზე, სხვადასხვა ტიპის ვალებზე.
– ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამის გამო "მაესტრომ" მაუწყებლობა შეწყვიტოს.
– არა, ჩვენ გვაქვს რაღაც საშუალებები, ვცდილობთ ელემენტარულად მეგობრისგან, ნათესავებისგან ვისესხოთ ფული და ასე წვრილ-წვრილად დავფაროდ დავალიანება. ეს ადამიანებიც ხვდებიან რა მდგომარეობაში ვართ და არ გვახრჩობენ. მაგრამ თუ "მაესტრო" მაინც გამოირთო ეს იქნება ძალიან ცუდი.
– რას ეტყოდით ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, ეროსი კიწმარიშვილს?
– ერთ რამეს: "მაესტრო" ჩავარდნილია ურთულეს სიტუაციაში და რაც არ უნდა იძახოს, რომ ის აღარ არის ვალდებული კომპანიასთან. ის მორალურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.
http://www.presa.ge/new/?m=sport&AID=2677
უოტსონ, ჩემო კარგო, უოტსონ! ეს ხომ ელემენტარულია...
რაც უნდა თქვან შენზე ... იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ.