საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 22 იანვარს გაიმართება. საარჩევნო ყრილობის დანიშვნის საკითხი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ამ წუთებში მიმდინარე სფფ-ის აღასკომის სხდომაზე, პირველ ნომრად იყო გატანილი. აღასრულებელი კომიტეტის წინაშე, 22 იანვარს არჩევნების დანიშვნის ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წარსდგა.
“გამომდინარე იქედან, რომ თებერვალი და მარტი საკმაოდ დატვირთული იქნება, 9 თებერვალს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს, 12 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება, მარტში იგეგმება უეფას პრეზიდენტის არჩევნები, ასევე, მორიგი შესარჩევი მატჩების ჩატარება მოუწევთ საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ფედერაციის სათავეში მოსულ ხელმძღვანელს საქმიანობის დასაწყებად დრო ექნება” – აღნიშნა სიჭინავამ.
მისივე განცხადებით, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რეგიონალურ ფედერაციებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=14049&lang=1საპრეზიდენტო კანდიდატურის წარმოდგენის უფლება მხოლოდ ფედერაციის სუბიექტს გააჩნია, ყრილობაზე კი დელეგატები 33 სუბიექტს წარმოადგენენ:
1. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია
3. აფხაზეთის ავტინიმიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია
4. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია
5. იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
6. გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
7. კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
8. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
9. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
10. ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
11. შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
12. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
13. სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
14. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია
15. საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
16. ფუტსალის ასოციაცია
17. ქალთა ფეხბურთის ასოციაცია
18. ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ასოციაცია
19. პლაჟის ფეხბურთი
20. პროფესიული ფეხბურთის ლიგა
21. მსაჯთა და დამკვირვებელთა ასოციაცია
22. ინვალიდთა ასოციაცია
23. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია.
24. "დინამო"
25. "ზესტაფონი"
26. "ოლიმპი"
27. "ვიტ ჯორჯია"
28. "ბაია"
29. "სპარტაკი"
30. "ტორპედო"
31. "სამტრედია"
32. "კოლხეთი"
33. "სიონი"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...ba-yriloba.html