ნებისმიერ განყოფილებაში, ნებისმიერ თემაში, როგორც ვატყობ ყიამყრალობა არათუ არ ისჯება, არამედ ჩვეულებრივი მოვლენაა.
ზოგიერთი თუ სიტყვას
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Yლე
ასო Y-ით დაწერს, ვითომ დასაშვებია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არადა ერთი Yლეა
ერთი ორი ასოს ჩანაცვლებით სიტყვის აზრი და ჟღერადობა ნამდვილად არ იცვლება, და ვინც ამას კითხულობს დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთლიანად ქართულად წაიკითხავს თუ ერთი ასო ლათინური გაერევა ანაც ^%&*. მთელ რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ხდება უცენზურო სიტყვის "შეფარვა" და მგონი მაინც ეს ყველაფერი დაუსჯელი რჩება.
და მაინტერესებს რა აზრის ხართ. მე მეჩვენება რომ ესეთი ზოგადი მიმართულების ფორუმისთვის სადაც ნებისმიერი ასაკის, სქესის და მენტალიტეტის ადამიანები შემოდიან, უბრალოდ ტეხავს (ანუ ტეხს).
მე ვიწრო წრეში, ძმაკაცებში რა ლექსიკასაც ვიყენებ, იმას ნამდვილად არ ვიყენებ ვთქვათ უფროსთან, უცხოსთან, ქალთან, ბავშვთან, მაღაზიაში და ა.შ. მემგონი ეს ნორმალურია. ამ ფორუმზე კი აბსოლუტურად არ ექცევა ამას ყურადღება. რამდენჯერმე მეც "წამომცდა" უცენზურო რეპლიკები, უბრალოდ გარემოებებიდან გამომდინარე (როცა თემაში რამდენიმე პრეცედენტს აქვს ადგილი "ძალაუნებურად" "წამოგცდება" რაღაც).
მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში რამე განყოფილება მაინც უნდა არსებობდეს სადაც ასეთი "თავისუფალი" საუბარი დასაშვებია - და სხვაგან არა.
მაინტერესებს "ხალხის აზრი"
P.S.: ასეთი იდეა შემომაქვს. არ შეიძლება ფორუმის ენჯინი ისე მოდიფიცირდეს რომ სპოილერის ტეგი უცენზურო სიტყვებისთვის გამოიყენებოდეს, ანუ ასეთი რამ იყოს:
"» უცენზურო გამონათქვამის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «"» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და ვისაც ენის მოქავება მოუნდება აქ მოიქავოს
ხოლო ვინც წესს არ დაიცავს ვორნი ან ბანი. უცენზურო სიტყვების "მოყვარულებიც" შეძლებენ ენის მოქავებას და ცენზურის მოყვარულებისთვისაც არ იქნება პრობლემა. ყველა ბედნიერი გამოდის

და ფორუმსაც არ ექნება ესეთი "პახაბნი" "ვიდი" როგორც ეხლა აქვს.
This post has been edited by The Teller on 7 Mar 2011, 04:04