zindiosama
A word of tough guy

        
ჯგუფი: Members
წერილები: 51405
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
|
#23629839 · 24 Jan 2011, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რიკ როზოფი
რუსულ საინფორმაციო მედიაში ამ ბოლო დროს დეტალურად აღწერენ აშშ-ს გეგმებს, რომელთა მიზანი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ათობით მილიონი ღირებულების ანტი-საზენიტო და ანტი-სატანკო შეიარაღებით უზრუნველყოფაა
რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“ და „რუსეთის ხმა“ შეიარაღების პაკეტის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებზე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ადასტურებენ.
ოფიციალური პირი მეორე წყაროდან შეირაღების გაყიდვის ვარაუდს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: „ჩვენ ღრმად ვწუხვართ იმის გამო, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებულმა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვამ არაფერი შეცვალა საქართველოს მთავრობისადმი ვაშინგტონის სამხედრო მხარდაჭერაში, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში ომი დაიწყო და რომელიც აგრძელებს აგრესიული გეგმების შედგენას აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ“. (1)
2008 წლის რუსულ-ქართულ-ოსურ ომს წინ უძღოდა სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალისთვის 1 აგვისტოს ქართული არტილერიის მიერ გახსნილი ცეცხლი, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო აქ დისლოცირებული რუსი მშვიდობისმყოფელიც.
ეს შეტევა მოხდა სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც 1000-მა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, მედესანტემ და სხვა სახის შენაერთების მოსამსახურემ საქართველოში ორკვირიანი წვრთნა დაასრულეს (Immediate Response 2008), რომელიც ჩრდილო- ატლანტიკური ორგანიზაციის პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.
ექვსი დღის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა სამხრეთ-ოსეთზე, რომელიც დროში პეკინის ოლიმპიური თამაშების ცერემონიის გახსნას დაემთხვა.
ამერიკული ჯარი და აღჭურვილობა საომარ ზონაში რჩებოდა იმ ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა და რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ქართველების შეტევისას რუსი მშვიდობისმყოფელებისა და სამხრეთ-ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე მოახდინა რეაგირება (მათ უმეტესობას რუსული პასპორტები ჰქონდათ).
აშშ-ს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა მაშინ როდესაც ჯერ კიდეც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა, შინ დააბრუნა 2000 ქართველი სამხედრო, რომლებიც ერაყში იმყოფებოდნენ. ქართული ჯარი, იმ მომენტისთვის აშშ-სა და ბრიტანეთის ჯარის შემდეგ, მესამე ყველაზე დიდი კონტინგენტი იყო ერაყში.
ომის დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ ჯო ბაიდენი, იმ დროს სენატორი და სენატის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარე, ხოლო დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში სასწრაფოდ გაემგზავრა, რათა მხარი დაეჭირა სააკაშვილისთვის და „საგანგებო დახმარების“ სახით აშშ-ს კლიენტი ქვეყნისთვის 1 მილიარდი დოლარი შეეთავაზებინა.
შტატებში დაბრუნების შემდეგ, ბაიდენმა რომელიც არასდროს გამოირჩეოდა თავდაჭერილობით მაღალფარდოვან რიტორიკასთან მიმართებაში განაცხადა:
„მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ევროპაში კომუნიზმის დასრულების შემდეგ მოხდა… იმ ფაქტს, რომ რუსული ჯარი ქვეყანაში რჩება, ძალიან დამღუპველი ზემოქმედება აქვს მთელს რეგიონზე… რუსეთის ქმედებებს საქართველოში თავისი შედეგები უნდა მოჰყვეს “.
მოგვიანებით იმავე თვეში აშშ-მ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, უშუალოდ აფხაზეთის სამხრეთით და არც თუ ძალიან შორს რუსეთის სასაზღვრო ზოლიდან, სარაკეტო ნაღმტყორცნი „მაკფოლი“ (ნაწილი იმ საბრძოლო სისტემისა, რომელიც ინტერცეპტორების გაშვებისთვისაა შექმნილი), „მაუნთ უითნი“ (აშშ-ს მეექვსე ფლოტის ფლაგმანი) და სანაპირო დაცვის კატარღა გააგზავნა. თუ ვაშინგტონის ინფორმაციას ვენდობით, ეს მძიმედ შეიარაღებული საბრძოლო გემები ჰუმანიტარულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. რუსმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ საქართველოში იარაღის შეტანაში დაადანაშაულა.
ამერიკული გემები, რომლებსაც არც მეტი არც ნაკლები ნატო-ს კიდევ 15 გემი ახლდა და რეგიონში დისლოცირებული მათი რუსი ანალოგები ერთმანეთისგან მხოლოდ 90 მილით იყვნენ დაშორებულები.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ნიუ-იორკის კოლუმბიის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში 7 წლის წინ იმ არაკონსტიტუციური, 2003-2004 წლების პუტჩების მეშვეობით მოვიდა, რომლებსაც ის და მისი თაყვანისმცემლები დასავლეთში „ვარდების რევოლუციად“ მოიხსენიებენ.
ის რჩება ამერიკული პოლიტიკის ყველაზე სახელგანთქმულ კლიენტად მსოფლიოში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან და ე.წ. პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან ერთად. ამ უკანაკნელს ამას წინათ ევროპის საბჭოს ანგარიშში ბრალი დასდეს საზარელი კრიმინალური ბანდის ლიდერობაში. ეს ბანდა ვაჭრობდა ნარკოტიკებით, იარაღით და ადამიანის ორგანოებით, რომელიც ამ მიზნით მოკლული სულ ცოტა 500 სერბისა და სხვა მოქალაქეებისგან მოიპოვეს. იმპერია შეიძლება შეფასდეს იმ სატრაპებით, რომლებსაც აიარაღებს და ათამამებს.
სააკაშვილის პიროსის მცდელობების შემდეგ, რომელთა მიზანი სამხრეთ-ოსეთში შეჭრითა და მოგვიანებით აფხაზეთზე თავდასხმის მეშვეობით, იმ ორი ბოლო წინააღმდეგობის მოსპობა იყო, რომელიც მისი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას წინ ეღობებოდა (ეს ბოლო ორი წინააღმდეგობა გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტები და ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის დისლოცირება იყო, რადგან იმ დროს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში მცირერიცხოვანი რუსული ჯარი იყო განლაგებული), ნატო და აშშ სასწრაფოდ გამოეშურნენ სამხრეთ-კავკასიაში თავისი ფორპოსტის მხარდასაჭერად.
სექტემბრის შუა რიცხვებში ნატო-ს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და მისი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (იმ მომენტისთვის 26-ვე წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი ელჩები) საქართველოში ჩამოვიდნენ და მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მეგზურობით საჰაერო და სახმელეთო ჯარების ბაზების ინსპექტირება ჩაატარეს.
ამ მოგზაურობისას აშშ-ს მიერ კონტროლირებადმა ბლოკმა ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა ყოველწლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციისთვის, რაც წარმოადგენდა განსაკუთრებულ ზომას, რადგან კვეცდა ალიანსში გაწევრიანებისთვის კანდიდატებისთვის დადგენილ სტანდარტულ ეტაპებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე სპეციალური განცხადებით მოახდინა რეაგირება, სადაც განაცხადა:
”იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის მარცხიანი მცდელობისგან, რომლის მიზანიც (სამხრეთ-ოსეთთან) მრავალწლიანი კონფლიქტის ძალადობრივი გადაწყვეტა იყო, სერიოზული დასკვნები გამოეტანა, ნატო ისევ ადასტურებს თავის მხარდაჭერას მისი (სააკაშვილი) დეზინფორმაციული კამპანიისადმი და მას ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენას ჰპირდება”.
ვაშინგტონმა იგივე გააკეთა, როდესაც დეკემბერში იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხების დარგში, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა ჩარჩო ხელშეკრულების, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მზადების შესახებ, რომელსაც ოფიციალური სახე სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს მისცეს.
2008 წლის ოქტომბერში ვაშინგტონმა სამხედრო წვრთნებისთვის საქართველოში მიავლინა გამანადგურებელი USS Mason და იმავე თვეში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეკრების თანმდევი შეხვედრების ფარგლებში აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერთ გეითსს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გამოცხადებულ იქნა, რომ ”აშშ-ს სამხედრო დახმარების მიზანი საქართველოს საჰაერო თავდაცვის განმტკიცება იქნება”. (3)
პენტაგონმა საქართველოში მაშინვე გააგზავნა შემფასებელთა გუნდი, რომელსაც უნდა განესაზღვრა, რა როლი შეიძლება შეასრულოს აშშ-მ, რუსეთთან გასული აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, ქვეყნისა და სამხედრო აღმშენებლობის პროცესში“.
„შეფასების შემდეგ პენტაგონის ოფიციალური პირები განიხილავენ იმას, თუ როგორ შესძლებს შეერთებული შტატები საქართველოს რეკონსტრუქციის, მათ შორის შეიარაღებული ძალების აღდგენის მხარდაჭერას”. (4)
თვის ბოლოსკენ დელეგაცია, რომელსაც სათავეში ფრენკ ბოლანდი, ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ედგა, ქვეყნის თავდაცვის სისტემისა და შეირაღებული ძალების უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებთან შესახვედრად და ნატო-ში ინტეგრაციისთვის ქვეყნის შემდგომი ეტაპის მოსამზადებლად საქართველოს ეწვია.
ერთი თვით ადრე, სულ რამდენიმე კვირაში ომის დასრულებიდან, თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის დარგში ერიკ ედელმანმა სენატის შეირაღებული ძალების კომიტეტს განუცხადა: ”საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავდაცვისა და განახლებული აგრესიის შეკავების უნარი და ამიტომ არ უნდა დაისვას არც ერთი კითხვა იმის შესახებ უნდა გაუწიოს თუ არა საქართველოს სამხედრო დახმარება შეერთებული შტატებმა ან ნატო-მ ან ნატო-ს ნებისმიერმა წევრმა ქვეყანამ”.
პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა ბაიდენის მოწოდებას საქართველოსთვის 1 მილიარდი დოლარის არა სამხედრო დახმარების გაწევის შესახე, რაც როგორც იმ დროს აღინიშნა ”ბევრად მეტია იმ 63 მილიონ დოლარზე, რომელიც ვაშინგტონმა საქართველოს გასულ წელს გადასცა. თუ ერაყს არ ჩავთვლით, ეს დახმარება საქართველოს, ისრაელისა და ეგვიპტის შემდეგ ამერიკული საგარეო დახმარების ყველაზე დიდ რეციპიენტად ხდის”. (5)
საქართველოს მოსახლეობა 4.6 მილიონია, ხოლო ეგვიპტისა 80 მილიონი, მაგრამ აქამდე აშშ ფრთხილობდა საქართველოს სამხედრო არსენალის განახლებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში იმის აღიარებისას რომ ის ამას აკეთებს. თუ ბოლოდროინდელი ცნობები დადასტურდა საქართველო მიიღებს დიდი რაოდენობით მაღალტექნოლოგიურ იარაღს აშშ-დან.
სამი კვირის წინ სამხრეთ-ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აცხადებდა: ”საქართველო არაგულწრფელია, როდესაც მშვიდობაზე ლაპარაკობს, განაგრძობს შეიარაღებას და უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ პაქტის ხელმოწერაზე, რასაც შეეძლო თავიდან აეცილებინა ახალი ომი სამხრეთ-კავკასიაში”. (6)
რუსი სამხედრო ექსპერტის ვიქტორ ბარანეცის თქმით, ”საქართველო ყიდულობს ანტი-საზენიტო და ანტი-სატანკო იარაღს, რადგან 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ ეს ქართული არმიის სუსტი წერტილია”. (7)
მოკლედ, აშშ თბილისს ზუსტად იმ შეიარაღებას მიაწვდის, რომელიც თბილისს სამხრეთ-ოსეთზე ახალი თავდასხმისთვის და რუსეთთან ახალი ომისთვის სჭირდება.
სააკაშვილი ახლა ამერიკაშია, სადაც ”იარაღის შესყიდვა ამერიკელ ლიდერებთან მისი მოლაპარაკების მთავარი თემაა”. მისი ვიზიტის მიზანი 14 დეკემბერს ავღანეთსა და პაკისტანში თეთრი სახლის აწ გარდაცვლილი სპეციალური წარმომადგენლის, რიჩარდ ჰოლბრუკის პანაშვიდზე დასწრებაა ვაშინგტონში. გარდაცვლილს პატივს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც მიაგებენ.
12 იანვარს სააკაშვილი ის პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ახალ სპიკერს ჯონ ბონერს შეხვდა. ამ უკანასკნელმა შეხვედრის შემდეგ გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
”ამერიკელი ხალხი განაგრძობს იმათ მხარდაჭერას, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის დესპოტიზმის წინააღმდეგ, ღირსებისთვის დეგრადაციის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის მორჩილების წინააღმდეგ”.(8)
მის განცხადებაში ასევე გამოხატული იყო მადლიერება იმის გამო, რომ საქართველო პენტაგონს ერაყის ომისთვის 2 000, ხოლო ავღანეთის ომისთვის ჯერ-ჯერობით 1 000 სამხედროს უგზავნის.
საქართველოს ლიდერი შეხვდა სხვა კანონმდებლებს, მათ შორის სენატორ ჯონ ლიბერმანს, რომელსაც მან წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. სააკაშვილმა (და არა თბილისის მერმა) გასულ თვეს განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩას ჰოლბრუკის ”ერთგული მეგობრისა და სანდო პირის” სახელს მიანიჭებს, იმ მეგობრისა რომელმაც 2008 წლის აგვისტოში “Washington Post”-ში თანაავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ”თბილისში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია” დაგმო.
იმ დროს, როდესაც დედაქალაქში ვაშინგტონის ფავორიტს, უცხოური ქვეყნის მეთაურს მიესალმებოდნენ და ყურადღებითა და ქებით ანებივრებდნენ, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლოდროინდელ შეთანხმებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის ”ფაშიზმს” უწოდებდა. (9)
შეერთებულ შტატებში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, სააკაშვილმა უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
”რაც შეეხება ნატო-ს, მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დროის საკითხია”.
”ვერავინ ვერ უზრუნველყოფს საკუთარ უასფრთხოებას საკუთარი ძალებით, განსაკუთრებით პატარა ქვეყნები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უკრაინის პრობლემაცაა” – დასძინა მან.
7 წლის ცვალებადი, მეგალომანიური, ავტანტიურული, დიქტატორული და მომაკვდინებელი მართვის შემდეგაც (10), სააკაშვილი ისევ რჩება ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტის განსაკუთრებულ, განებივრებულ ფავორიტად.
გასული წლის ნოემბერში ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტი ობამა არაოფიციალურად შეხვდა მას, ერთი დღით ადრე ვიდრე პრეზიდენტ მედვედევთან მონაწილეობით ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა.
გასულ ივლისს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს სააკაშვილის სტუმრის სტატუსში ეწვია, სასტიკად გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ”ოკუპაციის” გამო და მათ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა. მისი თქმით: ”ჩვენ, შეერთებული შტატები თავზარდაცემული ვართ და აბსოლუტურად არ ვიღებთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრას და მის ოკუპაციას. მე იმ დროს სენატში ვიყავი და მე ჩემს კოლეგებთან და იმჟამინდელ ადმინისტრაციასთან ერთად ეს შეხედულება ძალიან ღიად გამოვხატეთ. ჩვენ კვლავინდებურად გამოვდივართ ოკუპაციის წინააღმდეგ“. (11)
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლოზ გილაურთან ერთად ჰილარი კლინტონმა ოქტომბერში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის მეორე შეხვედრის წინ გამართა, მან განაცხადა:
”ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საზიარო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს ეფუძნება… შეერთებული შტატები უყოყმანოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მხარდაჭერაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უმთავრესი პრინციპი და ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს შეადგენს.”
”შეერთებული შტატები ერთგულია ნატო-ში საქართველოს მისწრაფებისა და ეს აისახა კიდეც ალიანსის გადაწყვეტილებებში ბუქარესტსა და სტრასბურგ-კელეში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს იმ ძალისხმევას, რომელიც მის ეროვნულ ნაციონალურ პროგრამას უკავშირდება. ეს პროგრამა პოპულარიზებას უწევს თავდაცვის სისტემის რეფორმას და წარმართავს ნატო-სთან თანამშრომლობას და ჩვენ კვლავინდებურად მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას მიმართულს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისკენ და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ, მათ შორისაა თავსებადობა ნატო-სთან და საქართველოს წვლილი ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში”.
”ჩვენ კვლავინდებურად მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გამოიყვანოს თავისი ჯარი და დაემორჩილოს 2008 წლის საზავო შეთანხმების სხვა მოთხოვნებსაც”. (12)
მისმა კომენტარებმა შედეგად ის მოიტანა, რომ აფხაზეთის მთავრობამ მას გამოწვევა გაუგზავნა და ავღანეთსა და ერაყს ამერიკის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.
მოგვიანებით, იმავე თვეში ნატო-ს დელეგაციამ ნატო-ს დღეების ფარგლებში ინსპექტირება ჩაუტარა კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ცენტრს, რომელიც აშშ-მ ააშენა (აქ აშშ-ს საზღვაო ქვეითები წვრთნიდნენ ქართველ სამხედროებს და სწორედ აქ დაიღუპა სამი ქართველი ჯარისკაცი, ხოლო ცამეტი მიმდინარე თვეს აფეთქებაში დაიჭრა).
გარდა ამისა, ოქტომბერში იტალიელი ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა (Giampaolo Di Paola), ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, კრწანისის საწვრთნელ ნაციონალურ ცენტრს ეწვია, რათა დასწრებოდა იმ ქართული ბატალიონის წვრთნებს, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს სარდლობით იმსახურებენ. ის ასევე ეწვია საქართველოს დედაქალაქში ახლად დაფუძნებულ ნატო-ს ოფისს.
ნოემბერში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპის საქმეებში, ფილიპ გორდონმა BBC-ის განუცხადა: ”ჩვენ ვცნობთ საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას, აბსოლუტურად გულწრფელები ვართ რუსეთთან, არ ვეთანხმებით მას საქართველოსთან დაკავშირებით, გვსურს დასრულდეს რუსული ოკუპაცია და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”. (13)
ამავე დროს პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე აშშ-ს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებთან განმარტოვდა. ”მოლაპარაკებები ჩატარდა აშშ-სა და საქართველოს თავდაცვითი სექტორების თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში”. (14)
იმ დროს როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაშინგტონში იმყოფებოდა, სამხრეთ-ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალან პლიევი გვაფრთხილებდა:
”ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს განზრახვით გაზარდოს თავისი სამხედრო სიმძლავრეები. ახლა საქართველო ისრაელის ტანკების, Merkava 4-ის შესყიდვას გეგმავს, რაც აშკარად არ გულისხმობს თავდაცვით ქმედებებს”.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააქტიურება, სამხრეთ-ოსეთის საზღვრებთან ქართული უპილოტო თვითმფრინავების გახშირებული ფრენები, ისევე როგორც მანიაკალური წინააღმდეგობა ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო, საქართველოს ხელისუფალთა მიერ ახალი სისხლიანი ავანტიურის მზადებასთან დაკავშირებით სავსებით დასაბუთებულ ვარაუდებს აჩენს“. (15)
პლიევი იმასაც აცხადებს, რომ აშშ-სა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების დახმარების გამოისობით საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები ახლა იმაზე მეტია, ვიდრე 2008 წლის ომის დასაწყისისთვის.
16 ნოემბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლონეთში შეიკრიბა და მიიღო რეზოლუცია, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენია.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც შემდეგია ნათქვამი:
„აფხაზური მხარე მოვლენათა ამ მიკერძოებულ ინტერპრეტაციას განიხილავს ნატო-ს პრო-ქართული პოზიციის კიდევ ერთ მანიფესტაციად.
ნატო ორგანიზაციაა, რომელსაც წლების მანძილზე წვლილი შეჰქონდა საქართველოს ინტენსიურ მილიტარიზაციაში, საქართველოს ხელისუფლებაში აქეზებდა რევანშისტულ განწყობებს, რამაც შედეგად 2008 წელს სამხრეთ-ოსეთში მომხდარი სისხლისღვრა გამოიღო“. (16)
შეხვედრაზე ნატო-ს ლისაბონის სამიტზე, ობამამ „მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას მიხეილ სააკაშვილს მისი ქვეყნის მონაწილეობისთვის ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევაში ავღანეთში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა“. (17)
სააკაშვილმა მას ავღანეთის ომისთვის უფრო მეტი ჯარი შესთავაზა და პირობა დადო რომ მისი ქვეყნის კონტინგენტი იქ იმდენ ხანს დარჩება, რამდენ ხანსაც ნატო. მან დაადასტურა, რომ ობამა მხარს უჭერს მისი ქვეყნის ნატო-ში სრულ გაწევრიანებას („პრეზიდენტმა ობამამ მხარი დაუჭირა საქართველოს კურსს, რომელიც მას ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიიყვანს“) და განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტის დეკლარაციამ საქართველოს გზა გაუხსნა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებისკენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საყოველთაოდ დადგენილი მოთხოვნების გარეშე.
ლისაბონის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ ნატო „განაგრძობს და განავითარებს პარტნიორობას უკრაინასთან და საქართველოსთან ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების ფარგლებში, რაც ეფუძნება ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებას და მხედველობაში იღებს ორივე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციასა და მისწრაფებებს“.
1 დეკემბერს, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) სამიტზე, ყაზახეთში, რომლის მსვლელობისასაც ის პრივატულად შეხვდა სააკაშვილს, ჰილარი კლინტონი მხარს უჭერდა „საქართველოში ეუთო-ს მნიშვნელოვან წარმომადგენლობას“. 1998 წელს და მანამდე, სანამ შემდგომი წლის მარტში ნატო იუგოსლავიის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, მისი ქმრის ადმინისტრაცია ეუთო-ს კოსოვოს მისიას, რომელსაც სათავეში ცნობილი უილიამ უოლკერი ედგა, იმისთვის იყენებდა, რომ იუგოსლავიის 78 დღიანი დაბომბვებისა და სერბეთისთვის კოსოვოს წართმევისთვის წინაპირობა მოემზადებინა. (18)
გასული თვის დასაწყისში ნატო-საქართველოს კომისია ბრიუსელში შეიკრიბა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელიც შეხვედრაზე თავის ქვეყანას წარმოადგენდა განაცხადა:
„სამიტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას რეფორმების ჩატარებაში, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს“.
ამის შემდეგ „საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის საკითხები ალიანსის შტაბ-ბინაში იქნა განხილული, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიასა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ-კავკასიაში ჯეიმს აპატურაი შეხვედრას თავის ახალ სტატუსში ესწრებოდა“. (19)
შენიშვნა: „2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციების ტექნიკის შესასწავლად სერბეთში ვიზიტის შემდეგ, ბოკერიამ ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობის „ოტპორის“ სერბი აქტივისტების ჩაყვანას საქართველოში, რათა სტუდენტები იმავე ტექნიკის გამოყენებაში გაეწვრთნათ. შედეგად ჩამოყალიბდა ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ წამყვანი როლი შეასრულა“. (20)
3 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის სიტყვები, სადაც ის ადასტურებდა რომ „შეერთებული შტატები ისევ მტკიცედ უერთგულებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძლიერი სამხედრო ურთიერთობები გვაქვს, ვთანამშრომლობთ თავდაცვის დარგში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვისა და საქართველოს სხვა სამინისტროებთან, რათა განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“. (21)
სამი დღის შემდეგ ბასი კრწანისის საწვრთნელ ცენტრს ეწვია და „ასევე მოინახულა მოდელირების ცენტრი და ადგილზე დაესწრო წვრთნებს“. (22)
ამერიკის ელჩი, როგორც წესი ესწრება აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის მიერ ავღანეთისთვის გაწვრთნილი ქართული სამხედროების გაცილებისა და დახვედრის ცერემონიებს.
რეალურად პენტაგონმა საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა 2002 წელს დააფუძნა. თავდაპირველად ამ პროგრამას „მწვანე ბერეტები“, შემდეგ საზღვაო ქვეითები ხელმძღვანელობდნენ და ბოლოს სამი წლის შემდეგ შეიქმნა Georgia Sustainment and Stability Operations Program.
აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის ხელმძღვანელის რანგში გენერალი ჯეიმს ქონვეი 2009 წლის აგვისტოში საქართველოს ეწვია, რათა მასპინძელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალი წვრთნების ინაუგურაცია ჩაეტარებინა. მაშინ Associated Press-ი იუწყებოდა, რომ როდესაც ჰკითხეს გამოდგება თუ არა ეს წვრთნები „რუსეთთან კიდევ ერთი ომის შემთხვევაში“, მან უპასუხა „ზოგადად, კი“.
გასულ სექტემბერს სააკაშვილმა ქუთაისში, ახალ სამხედრო ბაზაზე ახალი საწვრთნელი ბაზის კურსდამთავრებულ კადეტებს სიტყვით მიმართა და განაცხადა:
„ვინმემ შეიძლება სთქვას: „ჩვენ ასე ბევრი პრობლემა გვაქვს, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ახლა არ არის სადღაც საბრძოლველად წასვლის დრო, მაგრამ ზუსტად ამ პრობლემის გამო, ჩვენ საბრძოლო გამოცდილება გვჭირდება… და ეს (ავღანეთი) ბრძოლისა და ომის უნიკალური სკოლაა“. (23)
9 დეკემბერს Associated Press-მა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, გიორგი ბარამიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ მან: ”ვაშინგტონში, მიმდინარე კვირას ობამას ადმინისტრაციასთან (ნატო-ში სრული გაწევრიანების) საკითხი წამოაყენა“. მან შემდგომ განაცხადა: „ საქართველო უკვე ისე მოქმედებს, თითქოს ის ნატო-ს წევრია“.
იმავე დღეს სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრეჰემმა, საქართველოს საკითხებში ატლანტიკური საბჭოს თანათავმჯდომარეებმა, შექმნეს და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინეს კანონპროექტი სათაურით – „რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს სენატის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და იმ სიტუაციისადმი, რომელიც შეიქმნა საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებთან დაკავშირებით“. დოკუმენტი აფხაზეთსა და სამხრეთ- ოსეთს “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებად მოიხსენიებდა“.
მეორე დღეს შაჰინმა და გრეჰემის კოლეგა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ილაპარაკეს კონფერენციაზე, რომლის სახელდებაც იყო „ტრანსატლანტიკური კონსესუსი რუსეთთან დაკავშირებით“. კონფერენცია გაიმართა პოლ ნიცეს სახელობის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. აქ მან საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის განახლება და გაზრდა მოითხოვა და განაცხადა:
„ორი წლის განმავლობაში, ძირითადად რუსეთისადმი პატივისცემის ნიშნად, საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა დაშვებული არ იყო. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. სულ მინიმუმ ჩვენ საქართველო უნდა მოვამარაგოთ წინასწარი შეტყობინების რადარებით სხვა საბაზისო სიმძლავრეებით, რათა განვამტკიცოთ მისი თავდაცვისუნარიანობა.
„ჩვენი მოკავშირეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპაში საქართველოს პრეცედენტად განიხილავენ, რომელიც აჩვენებს დაიცავს მათ შეერთებული შტატები თუ არა. რუსეთი საქართველოს ასევე პრეცედენტად მიიჩნევს – რამდენად შეუძლია მას დაუსხლტეს პასუხისმგებლობას საქართველოსთან დაკავშირებით და თუ აქ ის ამას მოახერხებს, მოახერხებს ნებისმიერ სხვა ადგილასაც. საქართველოს ნატო-ში მისწრაფების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა“. (24)
მოგვიანებით რობერტ პშელმა, მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო ოფისის ახალმა დირექტორმა, წარსულში ნატო-ს სპიკერის მოადგილემ დაადასტურა, რომ „ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით გაფართოვების პოლიტიკას“ და „ნატო-საქართველოს კომისია განაგრძობს მუშაობას“. (25)
დეკემბრის შუა რიცხვებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, საქართველოს ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დასაგეგმად ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ. გიორგი ბარამიძემ შემდგომში განაცხადა, რომ „ვერშბოუსთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აქტიურადაა ჩართული ნატო-ს გაფართოვების საკითხებში და პირადად უზრუნველყოფს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას“. (26).
ბარამიძე რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა და 2004 წელს თავდაცვის მინისტრი იყო, ასევე შეხვდა აშშ-ს სენატის წევრებს, ზემოთ ნახსენებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამერიკული ჯარი რუსეთთან 2008 წლის ომის მსვლელობისას საქართველოში იმყოფებოდა და მოგვიანებით, იმავე თვეში ამერიკული საბრძოლო გემები ქვეყნის პორტში იყვნენ დისლოცირებულები, ხოლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იქვე, სამიზნე დისტანციაზე იდგა.
აქამდე არა
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
И Христос бы воровал, кабы за руку не прибили(с)московитская поговорка
|