საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 25 იანვარს, პირდაპირი ეთერის საშუალებით, სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" მიერ არის მომზადებული.
პროექტი "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს" 18:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი კითხვების გამოგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისამართზე president,gov.ge, ასევე ელ. ფოსტა prezident@gpb.ge, ზარი პირდაპირ ეთერში ტელ: 402-402
წყარო:
http://ghn.ge/news-32528.html This post has been edited by ImereTinski on 24 Jan 2011, 13:25
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ