ეს რატომ დაწერე ვერ ვხდები....
mmm481ცნობა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა ასახავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ცნობის გაცემის დღისათვის სააგენტოში არსებულ სამართლებრივ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ:
1. ინფორმაციას ყადაღის შესახებ;
2. ინფორმაციას გირავნობის შესახებ;
3. ინფორმაციას საგადასახადო გირავნობის შესახებ;
4. ინფორმაციას ძებნის შესახებ.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება (იურიდიული პირისათვის სავალდებულოა ორგანიზაციის საიდენთიფიკაციო კოდის მითითება);
გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საფასური შეადგენს 20 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 032 კოდზე.
არსებობს დაჩქარებული მომსახურეობის სამი სახე:
1.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღის განმავლობაში – 15 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 25 კოდზე.
2.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 1 სამუშაო დღის განმავლობაში – 40 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 26 კოდზე.
3.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათის განმავლობაში – 80 ლარი, გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე I 27 კოდზე.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა თუ არსებობს შეზღუდვა, რომელიც კრძალავს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის გაცემას.
http://saagento.security.gov.ge/index.php?...id=62&Itemid=96იმეიდი მაქვს ამომწურავი ინფოა!