გაიხარეთ,
ეხლა ვფიქრობდი კულტურული "დარგი"-ს რამოდენიმე განშტოებაზე, კერძოდ ეთიკა, ზნეობა, ესთეტიკა და კცევის კულტურა
ამ საკითხებზე მესაუბრა ცალკე თემაში.. და რაღაც მსგავსი აღმოვაჩინე მგონი.. თემის ავტორის პირველივე პოსტი ბოლომდე არც წამიკითხავს მაგრამ აშკარად გასაგებია თემის იდეოლოგია..
ჩემი დღევანდელი ყოფის ერთ ერთი უდიდესი პრობლემა ისაა, რომ (დიახ სწორედ ჩემი, იმიტომ რომ ხალხი და მასიურად ერი ქმნის კულტურულ საყოფაცხოვრებო სტრუქტურას საზოგადოებრივ ნაწილში, ანუ 100 უკულტუროში 1 კულტურული ვერ "იბლატავებს" და პირიქით კი - იცოცხლე !) დღეს თბილისში არის სამწუხაროდ ძააააააააააააალიან ბევრი.. აი ძალიან ბევრი ჩამოსული სოფლელი (არ მინდა ბანალურად გამიგოთ ეს წინადადება და ვინმემ იფიქროს რომ სოფლელებს შეურაცხყოფას ვაყენებ) .. ეს თავისმხრივ ძალიან ბევრი საკითხის მომცველი სალაპარაკო თემაა.. მაგრამ მოკლედ შევეხები..
ეს ტენდენცია აუცილებლად იწვევს ე.წ. მასების აჯაფსანდალს და აღრევას.. და არ დამიწყოთ ეხლა რომ "ყველა ადამიანია და მასაც აქვს თბილისი ცხოვრების უფლება" და ა.შ... ეგ ევრიკა არ არის !.. უბრალოდ მასიურად ხალხზე და ყოფით შეხედულებაზე ეს აისახება ძალიან მკვეთრად და აშკარად ! და ეს ჰაერიდან მოსული არ არის.. სოფლელიც კარგია და თბილისელიც , ოღონდ ყველა თავის ამპლუაში ! .. სოფლელი არ ვარგა მაღალ კულტურულ ეშელენში, ისევე როგორც ოპოზიტურად -> მაღალი ეშელონის ადამიანი ვერ მოიყვანს კომბოსტოს და კარტოფილს.. ასე რომ ჩემი აზრით ყველას თავისი ადგილი უნდა ეჭიროს ქვეყანაში.. ყველა ნორმალური და ჯანსაღი ცნობიერების ერში ეს ასეა !.. და ამის დარღვევა იწვევს უბედურებებს.. მასობრივი აღრევა.. უკაცრავად და , როდესაც ერს ნახირივით მიარეკებენ ერთი მიზნისკენ და აღარ არჩევენ მეეზოვესა და ვაგნერს ! დამლაგებელს და მოცარტს ! .. და ა.შ... ეს ცოტა უხეში პარალელები მოვიყვანე მაგრამ გამეგბი სწორად გამიგებს და ამ ჩემს სიტყვებს პროვოკაციულ და სპეკულაციურ გამომეტყველებას არ მისცემს !..
...... მიუხედავად იმისა რომ თითქმის 90 % ქართული საერო ტრადიციების არ მომწონს , მაინც არის რაღაცეები რაც ძალიან მომწონს.. მაგ: ძველად ქართული ნათქვამი იყო: ყველა ალხანას თავის ჩალხანა ჰყავდესო !!!!
.... ეს იმიტომ მაწუხებს ასე მძაფრად რომ როდესაც გადავხედავ ნამდვილ თბილისელ ადამიანებს და კულტურული ზნეობის მქონდე ხალხს (ეს არ ნიშნავს რომ სოფელში ასეთები არ არიან.. მე მასიურ და გლობალურ იერსახეზე მაქვს საუბარი, თორემ ერთეულებით თუ ვიმსჯელებთ არც გალაკტიონი იყო თბილისელი და არც წერეთელი! ) .. და ამის შემდეგ რომ გარეთ ქუჩაში გავდივარ........... რბილად რომ ვთქვა ქუჩაში გასეირნების სურვილიც აღარ მაქვს......
საშინელ და კატასტროფულ დღეშია დღეს ჩვენი ერის, ეთიკა !, სისუფთავის შეგრძნება და განცდა, ესთეთიკა ანუ ! ზნეობაზე და ქცევის ე,წ, ადამიანურ კოდექსზე აღარ მაქვს საუბარი...
თბილისი ბოსელს და საღორეს არის დამსგავსებული..
და დღეს ჩვეულებრივი მომენტია ის, რომ:
.. ადამიანი ქუჩაში ყოველ 10 მეტრში იფურთხება..
.. რომ შეიძლება ცხვირწინ ჩაგიქროლოს მანქანით ისე რომ სულ არ აინტერესებს დაგარტყამს თუ არა..
.. რომ შეიძლება ქუჩაში ყველა "ჩემი დედას..." იგინებოდეს ყოველგვარი სირცხვილი გარეშე.. მათ შორის რათქმა უნდა საკუთარი თავის პატივისცემის გარეშე !
.. რომ შეიძლება აივნებიდან ნაგავი ყარო.. თავზე დააფერთხო ვიღაცას შენი სიბინძურე და "ფეხებზე გეკიდოს ეს"..
..რომ შენს შვილს რომ ქუჩაში 10 თეთრიანი კამფეტი დაუვარდება იმას აიღებ და გაწმინდავ და ისევ პირში ჩაუდებ !..
..რომ გამყიდველი ჯერ ცოცხით გვის და მერე იმ ხელებს შიშვლად სოსისებში ჩაყოფს და სახლში გატანს იმ საკვებს !
..რომ პატარა შვილის გინება, თუ "რა კარგად იგინება ის დედას" არ უნდა უხაროდეს ბებია-ბაბუას და ამით არ უნდაამაყობდეს..
..რომ .. რომ.. რომ.......
მილიონი ასეთი რამ... ამით საუბარში მეც დავიღლები და თქვენც დაგღლით..
აღარ მაქვს ლაპარაკი ურთიერთპატივისცემის უქონლობაზე და ქუჩაში ნაგვის ყრაზე............
სხვათაშორის ფანატიკოსებიც შეიძლება გამომეხმაურონ ეხლა ეკლესიის "წიაღიდან" და დამიწყონ ქართველებს აი ეს გვააქ, აი ის გვქონდა.. აი ეს გვყავს .. აი ის გვყავდა და ა.შ.............
კულტურა სამუზეომო ექსპონანტი არ არის, და იგი (კულტურა) მიმდინარე ყოფიერებაში ჩანს..
სხვათაშორის ამის ერთი კარგი გამოვლინებაა ის , თუ რა მუჯლუგუნებუთ და წიხლების ერთმანეთზე რტყმით ხდება ეკლესიაში ზეთეის ცხების რიგში გაწევ-გამოწევა.. ან ჯვარზე მთხვევისას .. ან ა.შ. და ა.შ.... მოკლედ ძალიან ბევრის წერა შეიძლება ამაზე............
რა ქნას იმ ადამიანმა ვისაც ეს აწუხებს ?....
ერთს დავამატებ..
ძალიან დიდი ბოდიში ასეთი ცოტა გულისამრევი სიტყვებისთვის მაგრამ ეს რეალობაა და ყველამ შევხედოთ ამას რეალურად>!
იმდღეს ვაშლის ყიდვა მინდოდა და გამყიდველი შორიახლოს იდგა.. და რომ მოვიდა და რა გნებავს შვილოო "სათნო ტონით" მკითხა ამ დროს ხელები ლამის ტრუსიკში ცაიყო და ისე გაისწორა შარვალი ...
გული ამერია კინაღამ და აღარაფერი მნებავს თქვენი მეთქი ვუთხარი და გამოვტრიალდი......
იცით რატომ იქცევა ის ადამიანი ასე ?..
1) უეჭველია რომ იგი ზნეობასთან და კულთურასთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის..
და 2) ესე ფაქტია.. იმას სულ ცალ ფეხზე კიდია ყოველივე.. რადგანაც თვითონ ასეთია და შენ რას შეჭამ სულ არ აინტერესებს...
.ეჰ......................
ძალიან დიდი ტკივილია ეს თბილისში დღეს..
ამიტომაა უბედურება ისიც რომ სოფელი აქ ჩამოიხიზნა და აღარც სოფელში დარჩა საქმის კარგად გამკეთებელი ხალხი..
..დღეს ერთგვარი "ჰუმანური" და "შემწყნარებელი " დამოკიდებულება აქვს ხალხს ამაზე... "უფ რა მოხდა კაცო.. არაუშავს"..
ჩემი აზრით ასეთი ამაზრზენობის შემწყნარებელი თვითონაც ასეთია..
აიი დააკვირდით თქვენს გარშემომყოფ ხალხსაც....

......
პატივისცემით
* * *
ჰო.. სასხვათაშორისოდ ერთს დავამატებ..
არ ვიცი შეიძლება თქვენც დააკვირდით ამას

ამას წინათ საფლავზე გავდიოდით და მივდიოდით მანქანაით 4 ადამიანი..
და ერთერთმა ნახევრად ხუმრობით თქვა (მაგრამ ეს 99% რეალურად ჩანდა! ) "უფ.. ძლივს არ დავრჩით თბილისში თბილისელებიო"

იმწუთში ყურადაც არ ვიღე და გამეცინა..
მაგრამ რომ დავაკვირდი გადავირიე....... ქალაქი იყო 90 % ცარიელიიიიიიიიი !!!!!!!!!!!!!!!
და მერე გამახსენდა რომ ამ დღეს ხალხი თავის წინაპრებთან (მშობლები, ბებია ბაბუა) საფლავზე გადიან და ამიტომ მიდიან თბილისიდან..
მერე ჩემს თავს ვკითხე.. (აი თქვენც ჰკითხეთ თქვენს თავს) :
რაღაც ოდენობა კი ბატონო! მაგრამ მასიურად ხალხი თავიანთი დიდი ბებიების და კიდევ უფრო დიდი წინაპრების საფლავებზე არ გადიან.. მარტივი მიზეზით.. არც აინტერესებთ ან კიდევ ალალი ბებია-ბაბუის საფლავზე და მშობლების საფლავზე გადიან.. მითუმეტეს ქალაქიდან არავინ წავა 10 თაობის ზემოთ მდგომი წინაპარის საფლავზე რომლის შესახებაც არაფერი იცის..
აქედან დასკვნა : ვინები გადიან ამ დროს თბილისიდან ?..
აი გეუბნებით ... ისეთი ცარიელი იყო თბილისი გადავირიე...........
................
არავის საწყენად ამას არ ვამბობ გულწრფელად გეუბნებით ! და ავანგარდულ მარაზმში ნუ ჩამომართმევთ ასეთ საუბარს. !