ფეისბუქისთვის დავწერე მაგრამ აქაც იყოს
24.01.11
იმითი დაიწყო რომ ბევრი მახველა და მომცა სიცხე.. უჩვეულო მდგომარეობაა, წევხარ გამცივნებს და ვერაფერზე ვერ ფიქრობ, მომავალზე ვერ ნერვიულობ და არ გეშინია რომ საცაა 34ს გახდები და არც შვილი გყავს არც ქმარი და არც რილეიშენშიპი გიყენია ფეისზე

) რო მოვკვდე? ღორის გრიპი? ვიტყუები გრიპი არც გამხსენებია, და არც სიკვდილი, უბრალოდ ჩემს უჩვეულო მდგომარეობას ვაკვირდებოდი.
დილიდან პანიკა აიწია.თუმცა ჯერ წამლბზე წავედი. 39 მაქვს, მაბრუალებს. რეცეპტები მივაწოდე აფთიაქარს და აქ რაც წერია ისინი მომეცითთქო. წინადადება არ მქონდა დამთავრებული რომ სათვალიანმა ბებომ გვერდზე გამდგა, ინერციიტ ვიტრინას მივეყუდე და ომახიანად იკითხა გულის აჩქარების რა გაქვთ და რა ღირსო. კაიხანი დეტალურად არკვევდა განსხვავებებს ფასებში სანამ გამყიდველმა არ მოახერხა და ჩააკვეხა ეს გოგოა ჯერო, ვაიმე მე რომ მარშუტკა მელოდებაო, და გამიღიმა. მე კიდევ მაღალი სიცხე მაქვს მეთქი და დრაკონის ღიმილით გავუღიმე. ბოლობოლო მიიღო ვალერიანი და წავიდა და მეც წამოვედი სახლში ექსცესების გარეშე.
ხოდა პანიკამეთქი. დედაჩემა განგაშის ზარებს შემოჰკრა და მოიმარჯვა კომპოტები. მნიამ. სადაზღვევომ თავი გაიგიჟა სასწრაფოს გამოვიძახებთო. მოვიდნენ. დამარჭვეს დიმედროლი და წავიდნენ, ექთანმა დეტალურად გამომკითხა ხელფასი რამდენი მაქვს, დაოჯახებული ვარ თუ არა, მეც არ ვარო, თან დააყოლა და სულაც არ მაწუხებს ეს ფაქტიო

) და სრული ბედნიერებისათვის ტონა სმსის კომბინაციაც დამაწერინა. აქაც აბონემენტი. გავიფიქრე მე.
დედაჩემი საოცარი არსებაა, ხალხი რას იტყვის მოტივით ჩემი ოთახი ისე დაალაგა, ვეღარაფერს ვპოულობ, დარწმუნებული ვარ ის ტანსაცმელები რომლებსაც თვლის რომ არ მიხდება სადმე კარადის სიღრმეში იქნება შეჩურთული. კომპიუტერი არ უყვარს და მომენტალურად თიშავს თუ სადმე წაასწრო, მილიონჯერ ავუხსენი ბევრს არ წვავს და გადასახადებს ხო ვიხდითქო.. შეაყარე კედელს ცერცვი. სამაგიეროდ ხაჭაპურებს აცხობს და გამჭყიპა ასკილის წვენით, უკვე ყურებიდანაც ცე ვიტამინი გადმომდის. ზნაიუ. ნებლაგადარნაია ია. გეყოლება შვილი და მიხვდები კომენტარებისაგან თავი შეიკავეთ.
25,01,11
გავიღვიძე. ავდექი სააბაზანოსაკენ წავჩანჩალდი და მეტი არაფერი მახსოვს. შემდეგ კადრში მაგიდის ფეხები ჩანს. საწოლიდან გადმოვვარდი –– პირველი აზრი. არაა ჩემი ოთახი, ესე იგი გონება დავკაარგე, ანალიტიკამ ნელანელა გაიღვიძა. ადგომა სულაც არ მინდა, არადა, თუ დამინახეს მერე დაიწყება წიოკი, უნდა ავდგე. თავი მტკივა, კოპი. ყველაფერი მტკივა. ფანჯარა გაუღია ვიღაცას და სუფთა ჰაერი მაცოცხლებს, წამოვჯექი. ფეხმძიმობის უვარგისი იდეა უკუვაგდე, სისუსტე და შიმშილი, აი რისი ბრალია, დაბალი წნევა. ესეიგი ყავა მესაჭიროება. გარეთ თურმე როგორ თბილა. გავცოცოხლდი. რა კარგია რომ ვერავინ დამინახა. როცა გონება ითიშება ესეიგი კვდები. არც ისე საშიშია. ყავა რომ ასწორებს გულს პრანჭვების მერე იცოდით?
მერე კურაციოში წავედი ბიულეტენზე, მოვედი და მივეგდე, შიგადაშიგ ვჭყიპინებდი ფეისბუქზე, ავადმყოფობა ჩემნაირი წუწუნა არსებისათვისვ მისწრებაა. თერმომეტრი უკვე მეზიზღება. ვიღაცას ჩემი არამდგრადობის თეორიაც აუხევია, დასწრებაზეა ყველაფერი..
საღამოს ლესბიანკებზე ფილმის ყურებაც კი ვცადე, მარამ რეაქცია ნული, მაგარი ქალებია, მაგრამ ავად ვარ, გავიფიქრე და წავედი დასაზინებლად.
26,01,11
37,5 გაახურა რა საქმე. მოწყენილობისაგან ავადმყოფის დღიურების წერა უნდა დავიწყო..