
აუდის შემთხვევაში ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ თუ მის რომელ მოდელს ვუყურებთ,A4 თუ A5? A7 თუ A8?რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან,მაგრამ A6-ის დიზაინში უფრო მეტი დამოუკიდებლობა შეიმჩნევა,იგი აუდის სხვა მოდელებისაგან მეტად განსხვავდება.შვიდწლიანი წარმოების შემდეგ შეწყდა A6-ის მესამე თაობის წარმოება და 2011 წლის მარტიდან დაიწყება მისი უკვე მეოთხე თაობის გაყიდვები.წარმოებიდან დღემდე სულ 7 მილიონი ავტომობილი გაიყიდა და ახლა თავის რიგს ელოდება 7 სანტიმეტრით უფრო მოკლე და 80 კგ-ით უფრო მსუბუქი მოდელი.მისი წინა ნაწილი საგრძნობლათაა შემოკლებული.


გარდა ამისა ყურადღება გამახვილებულია წინა ფარებზე,მას რამდენიმე რეჟიმი აქ და მისი მაღალტექნოლოგიური ნათურები უზრუნველყოფენ გზის მსუბუქ და ასევე ძლიერ განათებასაც,რაც შეეხება განათების რეჟიმს ესენია:გადამკვეთი,ქალაქის,გზის მსუბუქი და ავტობანის განათებები.

მისი სალონი კი ითვალისწინებს ყველაფერს რაც კი პრემიუმ კლასის სედანს ჭირდება და ცოტა მეტსაც.მისი ოთხივე მგზავრი საკმაოდ კომფორტულად იგრძნობს მასში თავს,ასევე შესაძლებელია უკანა სავარძლებზე,შუაში კიდევ ერთი მგზავრის მოთავსებაც,თუმცა იქ მისი ვიწრო ადგილის გამო დიდხანს ჯდომ არ ღირს.სულ მგზავრებისათვის გათვლილია 530 ლიტრი მოცულობის სალონი(ისევე როგორც მის კონკურენტებში BMW 5-ში და Mercedes E-ში).რევერსული სავარძლებისათვის კი დამატებით 310 ევროს გადახდა მოგიწევთ.მის მასალებში და ხარისხშიც უმაღლესი დონე იგრძნობა.ძვირფასი ხის მასალა,რბილი ტყავი,ალუმინის დეტალები მასში ლუქსურ განწყობას ქმნის.მძღოლის კაბინა კი A7 Sportback-ისას წააგავს.MMI ოპერატიული სისტემა,Rotary Push ღილაკი და ელეგანტური მონიტორი მასში სერიულად ჩამონტაჟდება.მისი მონაცემების სია კი დიდია,მაგალითად სავარძლის მასაჟი,WLAN-სისტემა,დისპლეი,ნავიგაციის სისტემა სენსორებით,Google-ძებნა და სხვა.თუმცა იგი ფულს ხომ ამაში იღებს.



რაც შეეხება ძრავს,მისთვის 2 ბენზინის და 3 დიზელის ძრავი მზადდება.ესენია შესაბამისად 204 და 300 ცხენისძალიანი და 177, 204 და 245 ცხენისძალიანები.ყველას სერიულად თან ახლავს Start-Stopp სისტემა.მისი საუკეთესო ძრავი კი 3.0 TFSI იქნება,რომელიც მხოლოდ quattro სისტემასთან და S tronic გადაცემათა კოლოფთან ერთად იქნება კომპლექტში.იგი საკმაოდ მდუმარე და მშვიდი ძრავი არმოჩდა,თუმცა ეს ყველაფერი მაღალ სიჩქარეზე იცვლება და ვრებულობთ უფრო სპორტული ტიპის ხმას.რაც შეეხება მონაცემებს 100კმ/სთ-მდე იგი 5.5 წამში ჩქარდება,მაქსიმალური სიჩქარე 250-ზეა შეზღუდული და 8.2 ლიტრ სუპერს მოიხმარს.რაც შეეხება დიზელს,მისი საკმაოდ ძლიერი ვერსია იქნება 245 ცხენისძალიანი და 500 ნიუტონმეტრიანი 3.0 TDI quattro რომელიც მაქსიმალურ მაბრუნებელ მომენტს უკვე 1.400 rpm-ზე მიაღწევს და მხოლოდ 6 ლიტრ დიზელს მოიხმარს.ასევე 2.0 TDI 177 ცხენისძალითა და 4.9 ლიტრი საწვავის მოხმარებით.

საბოლოოდ მას უფრო სპორტული ხასიათი აქ,მისი აეროდინამიკა კი დიდ სიჩქარეზე ავტომობილის მყარ მოჭიდებას უზრუნველყოფს,მისი დინამიკაც იდეალურთან ახლოსაა.საბოლოოდ 4 რგოლიან ბრენდს მისი სხვადასხვა სისტემები ძალიან კომფორტულს და რაც მთავარია უსაფრთხოს ხდის.პარკირების სიტემის ამოცანაა იპოვოს შესბამისი გრძივის და განივის ადგილი ავტომობილის პარკირებისათვის,


ღამის ხედვის სისტემა სითბური კამერის დახმარებით ამოიცნობს ფეხით მოსიარულეს სავალ ნაწილზე და აფრთხილებს მძღოლს,

კრუიზ კონტროლი კი არეგულირებს სიჩქარეს და მანძილს თქვენს აუდსა და წინ მოძრავ ავტომობილს შორის

სისტემა რომელიც წინასწარ ამოიცნობს ავარიულ სიტუაციას და იღებს უსაფრთხოების ზომებს,მაგალითად მაგრდება ღვედი და მუხრუჭები,ასევე იხურება ფანჯარა.და სხვა


http://news.drive.ge/index.php?m=44&newsid=2047
Vorsprung Durch Technik...