საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ უკრაინის პოლიციაში დაიღუპა
უკრაინის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს სათვისტომოს ლვოვის ოლქის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ძიგუა ავრცელებს.
მისი განცხადებით, ბაჩანა ვეკუა უკრაინელმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით უკანონოდ გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ის, სავარაუდოდ, ცემის დროს დაიღუპა.
საქართველოს სათვისტომო უკრაინაში საქართველოს საკონსულოსგან მილიციის ხელმძღვანელებთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას მოითხოვს.
http://www.rustavi2.com/news/news_textg.ph...=main&ct=0&wth=