"დღეს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების მდივანმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებებისათვის დახარჯულ თანხებზე ისაუბრა.
ზაზა გაბუნია: “ქალაქის მერიის მიერ ჩვენს მოთხოვნაზე გამოგზავნილი საპასუხო წერილი არის ნათელი მაგალითი ქალაქის მთავრობის მხრიდან საკრებულოსადმი უპასუხისმგებლო და ზერელე დამოკიდებულებისა, რადგან წერილში მითითებულია მხოლოდ ციფრი და არ არის დაკონკრეტებული თუ რა საჭიროებებზე იქნა გახარჯული აღნიშნული თანხა, რაც გვავარაუდებინებს, რომ ღონისძიებებისათვის დახარჯულია გაცილებით მეტი ვიდრე წერილშია მოცემული.
ამასთან მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე როდესაც ქალაქში არის ასეულობით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მიღმა დარჩენილი მოქალაქე, ასეთი რაოდენობის თანხების გაღება ერთჯერადი ხასიათის ღონისძიებებისათვის არის გაუმართლებელი და უპასუხიმგებლო მოქმედება.”
მერიის საპასუხო წერილში ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დახარჯულ თანხად 411 837 (ოთხასთერთმეტი ათას რვაასოცდაჩვიდმეტი) ლარია მითითებული."
http://cdm.ge/index.php?siaxle=966მე რამდენადაც ვიცი ეგ ციფრი რაც წერილში წერია მარტო თავისუფლების მოედანზე გამართული კონცერტის ტექნიკაზე, ჰონორარებზე და სხვა წვრილმანზე დაიხარჯა