ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:
“მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე რომ, მამაჩემი სიძე გახდა ჩემი, ხოლო გერი – დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.
ჩემს ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა, მე კი ბიძად, როგორც ჩემი დედის ძმა.
მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.
მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის, ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცოლისთვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც და რადგან რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ საკუთარი თავის ბაბუაც ვყოფილვარ”.
მარკ ტვენი - “ტრაგიკული ნათესაობა”
მსგავს სხვა ამბებზე თუ გვსმენია რამე?
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3