#23686226 · 27 Jan 2011, 19:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სომხეთის მოქცევა სავარაუდოთ თარიღდება 284 წლიდან 314 წლამდე .ძარითადად თარიღდება 301 და 314წლები 301 წელი ტრადიციულათ და ოფიციალურათ არის აღიარებული სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ. 311წელს იმპერატორმა გალერიუსმა გამოსცა ედიქტი, რომელშიც პირველათ მიანიჭა ქრისტიანულ ეკლესიას ლეგალური სტატუსი და ქრისტიანობა ცნო ნებადართულ რელიგიათ 312 წელს იმპერატორმა ლიკინიუსმა (ლეცენიუსმა)მხარი დაუჭირა ქრისტიანთა მფარველ მილანის ვერდიქტს 313 წელს იმპერატყორმა კონსტანტინე დიდმა, იძულებული გახადა მაქსიმინ დოზა შეეწყვიტა ქრისტიანთა დევნა...ამ დროს სომხეთის ერთი ნაწილი რომის პროტექტორატს წარმოდგანდა და რომის არა თუ რომელიმე პროტექტორატში, არამედ მისი მეტ ნაკლები პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ, ნებისმიერ ქვეყანაში 324 წლამდე, ვიდრე კონსტანტინე დიდმა ქრისოპოლისთან ისტორიულ ბრძოლაში არ დაამარცხა ლიკინიუსი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიათ გამოცხადება სრულიად გამორიცხულია. სწორეთ ეს თარიღი --324წელი არის აბსოლუტური, ურყევი და უეჭველი ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი პრორომაულ ქვეყნებში(საომხეთი კი ამდროს რომის პროტექტორატია) ასევე უნდა გამოირიცხოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიათ გამოცხადების დაშვება IV საუკუნის დასაწყისის სასანიდური ირანის შემადგენლობაში თუ მისი გავლენის სფეროში შემავალი რომელიმე ქვეყნისათვის(სომხეთი ირანის შახინ -შახთა ტრადიციული სუფლისწულო დომენი, ამ დროს გაყოფილი იყო ირანსა და რომს შორის.) სასანიდები აქმენიდებისა და არშაკიდებისაგან განსხვავებით რელიგიური ტოლერანტობით არ გამოირჩეოდნენ. ირანის იმჟამინდელი შახინ -შახი შაპურ II (309-379)თავისი წინამორბედების მსგავსად დევნიდა ქრისტიანებს და განსაკუთრებით მკაცრი იყოეს დევნა რომთან და(ბიზანტიასთან) მოსაზღვრე რეგიონებში. სიზომენის ცნობით,მან ქრისტიანობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა 16000ადამიანზე მეტი. არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენება , რომელიც ცხადYოფს რომ სომხეთი ჯერ კიდევ 319 წლის დასაწყისში წარმართულ ქვეყანას წარმოადგენდა. ამ ჩვენებას წმინდა ნინოს ცხოვრება იძლევა ...........................................................გაგრძელება იქნება.
--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა
გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას: "ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი " http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
|