#23705953 · 28 Jan 2011, 21:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს, უეფას აღმასკომის სხდომაზე, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევის ფაქტი განიხილეს, რის შემდეგაც, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკრაინელებს გაფრთხილება მისცა. აღნიშნული საკითხის წინა პლანზე წამოწევა, 24 იანვარს, FIFA-ს მიერ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნილმა წერილმა გამოიწვია. სწორედ ამ წერილში იყო საუბარი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ფეხბურთში ჩარევის ფაქტებზე. უეფამ დაადგინა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ორგანიზაციის წესდების მე-7 პუნქტს ეწინააღმდეგება. ევროპული ფეხბურთის მმართველები უკრაინის ფეხბურთის ფედერაციისგან, წესდებასთან შეუფერებელი ქმედების აღმკვეთი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას უეფასგან დისკვალიფიკაცია ემუქრება. დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ვერცერთი უკრაინული კლუბი და ნაკრები უეფას მიერ გამართულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის უკრაინაში ჩატარების საკითხიც. იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინელებმა წაყენებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, უეფამ წინასწარ დაიზღვია თავი. როგორც იცით, 3 თებერვალს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრაა. უკვე ცნობილია, რომ უკრაინის ნაკრები 6-გუნდიან ჯგუფში მოხვდება, რადგან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, კალენდარში მინიმალური ცვლილებები მოხდეს.
------------------------------------------------------------------------\\
რას მოგვიტანს ეს ჩვენ?
|