ყველა რესტორნის ადმინისტრაციას რუსული სიმღერების შესრულება თითქმის ოფიციალურად აეკრძალა. თითქმის ოფიციალურს იმიტომ ვამბობთ, რომ ამის შესახებხელისუფლებას ნორმატიული აქტი კი არ მიუღია, არამედ საკმაოდ საინტერესო და უცნაური დირექტივა გასცა...
,,ალიას" ერთ-ერთი რესტორნის დირექტორმა ასეთი ამბავი მოუყვა: ,,საღამოს 8 საათი იყო და დამირეკეს, სასწრაფოდ შემოსავლების სამსახურში გამოცხადდი, უფროსი გიბარებთო. გული გამისკდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, ნეტავ დაჭერას გადავურჩებოდე-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მინიმუმ თანხის გადახდას შემაწერდნენ. მივედი და სავსე დამხვდა დარბაზი სხვა რესტორნების ხელმძღვანელებით. კიდევ მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ჩემს მსგავსად არავინ იცოდა, რისთვის ვიყავით დაბარებულები, ყველას მხოლოდ ამ ტექსტით დაურეკეს - უფროსი გიბარებთო. რადგან ამდენი ხალხი დავინახე, ცოტა დავმშვიდდი. მივხვდი რომ დაჭერას გადავურჩი. ყველა იმაზე ვფიქრობდით, რამდენს შეგვაწერდნენ მისატანად და მოვახერხებდით თუ არა ამ თანხის გადახდას. ბოლოს და ბოლოს, შეგროვდა ყველა. შემოვიდა შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია და გამოგვიცხადა - დღეის შემდეგ არც ერთ რესტორანში რუსული სიმღერა არ ვნახოთ შესრულებული, თორემ ვაი თქვენს ტყავსო.
მე და ჩემმა მეგობრებმა ექსპერიმენტი სამ, საკმაოდ ცნობილ რესტორანში ჩავატარეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ სამივე შემთხვევაში დამკვრელების პასუხი პრაქტიკულად ერთი და იგივე შინაარსის იყო. ამიტომ, იმ მაგალითს განვავრცობ, რომელიც პირადად მოვისმინე;
- არ ვუკრავთ, ძმაორუსულ სიმღერებს...
- რატომ?
- აღარ ვუკრავთ. რაც მაგათგაგვიკეთეს, ამის შემდეგ კიდევ ვუმღეროთ?
- ეგ რაშუაშია? ერთი თვის წინ ვიყავით თქვენთან და უკრავდით, რა მაშინ არ იყო მომხდარი ომი?
- ხო, მაგრამ ვიფიქრეთ და ასე გადავწყვიტეთ. რატომ ვიმღეროთ ჩვენი მტრების სიმღერები. ქართული სიმღერები ცოტა გვაქვს?
ვფიქრობ , ყველაფერი გასაგებია. რესტორნის მეპატრონეებმა, მთელი დარტყმა დამკვრელების "პატრიოტიზმზე" გადაეტანათ.
"ალია"
ხუთშაბათი, 27 იანვარი 2011 წ
http://geoconfidential.blogspot.com/2011/0...og-post_28.html
თუა სხვა ასეთი თემა ეს დახურეთ.