დანო და ძმანო,
მამულიშვილნო!
ვთხოვოთ ქვეყნის ხელისუფალს გაიკრას ჯიბეზე ხელი, ცოტა ჩვენც ავაგროვოთ უბან უბან და რამდენიმე მილიონად იქნება ბარსელონა-რეალის სამეფო თასის ფინალს (აპრილშია მგონი) გამოვკრათ ხელი ჩვენთან, თბილისში?! როგორია???!!!
ახლა, არ მითხრათ, ღადაობო! ამისთანები მომხდარა და გაგვიიმასქნებია ქართველებს?!
იმ დახარჯულ მილიონებსაც ამოვიღებთ და გურჯისტანსაც მაგრად გავაპიარებთ. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული კომენტატორები ასე რომ დაიწყებენ რეპორტაჟს:
ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი, დღეს ეროვნულ სტადიონზე ესპანეთის თასის ფინალია!!!
ან სხვა ესპანელების (კარერასი, დომინგო) ჩამოყვანა ცოტა ჯდება? ახლა პიარის მასშტაბი შეადარეთ! თან ქართული ფეხბურთის აღორძინება, ფეხზე წამოდგომის საშვილიშვილო საქმეც გაკეთდება.
მე პირადად არაფერს ვითხოვ იდეაში. არც ვაპატენტებ. ალალად ვამბობ, თუ ეს საქმე გამოვა, ლავრის გვირგვინს ჩემს საყვარელ თბილისის ფორუმს ვუთმობ. მიყვარხართ და მიტომ!:)
აგერ, ინტერნეტით მეორე რევოლუცია ხდება ჩრდილო აფრიკის არაბულ სახელმწიფოებში და ერთი საფეხბურთო მატჩი, თუნდაც სუპერ-კლასიკო, რა გახდა.
დავიწყოთ და აგორდება. ყველა დიდი და კეთილშობილური საქმე, პირველი ნაბიჯით იწყება!
აბა GOOD LUCK!
პ.ს.
პატივცემულ მოდერატორებს ვთხოვ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, გააუქმონ თემა.
იბერიულ-კავკასიური ძმური სიყვარულით,
თქვენი მონა-მორჩილი