მინდოდა თქვენც მოგესმინათ, მაგრამ სანამ თემა
გავხსენი, გადაცემა დამთავრდა.
რითი იყო ეს გადაცემა საინტერესო, ახლა მოგახსენებთ.
ვერ გავიგე ვინ იყო სტუდიაში, თავიდან ვერ მოვუსმინე,
მერე კი ვეღარ დავადგინე. როგორც მივხვდი - მილიციის
ჩინოვნიკი. საუბარი შეეხებოდა მოსკოვის აეროპორტში
მომხდარ ტერაქტს, ზოგადად ტერაქტების გამომწვევ მიზეზებს
მოწვეული სტუმრის პოზიცია იყო საინტერესო. არ ველოდი
თუ ასეთ რამეს მოვისმენდი. ამ კაცმა რისი თქმაც მოასწრო და მოახერხა დიდი გაჭირვებით, ეს იყო: ჩეჩნეთთან ომი არ დამთავრებულაო, ის ისევ მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმებით. ასობით ჩეჩენი ეწერება (ვერბუიუტსა) იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობებში, "სმერტნიკებში", რომ ეს ტერაქტები არის რუსეთის კავკასიური პოლიტიკის გამოძახილი.( ფაქტიურად
ის თქვა, რაც მიშამ (

) )
და კიდევ - ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ჟირინოვსკის
სატელივიზიო გამოსვლიდან მოიყვანა ციტატა, სადაც ის ყველა კავკასიელს
ლანძღავს და აგინებს. (ეს გოზმანთან ჟირინოვსკის ორთაბრძოლა
თუ ჰქონდა მხედველობაში), ასეთი გამოსვლები ცეცხლზე ნავთს ასხამსო.
ეს კარლოვიჩი კიდევ არ აცდიდა ლაპარაკს, ასეთი ბარდაგი
მარტო ჩვენს პოლიტიკური შოუებში მეგონა თუ იყო.
ვერ გაიგებდი ვინ იყო სტუმარი და ვინ მასპინძელი
"ნიკალაი კარლოვიჩ, ნიკალაი კარლოვიჩ, მათქმევინე მეც
ორი სიტყვაო" და ამ ხვეწნა ხვეწნაში დამთავრდა გადაცემა
ეს ნიკალაი კარლოვიჩი კიდევ იმას აწვებოდა, რომ
ყველაფერი მილიციის კორუმპირებულობის ბრალია.
- ეეჰო, ამოიოხრა სტუმარმა. კი, კორუმპირებულია პოლიცია, მარა
პრობლემა უფრო სიღრმისეულია და რთული და ეს არ გინდა გაიგოო.
ამაზე გადაირია კარლოვიჩი და დაამთავრა კიდეც გადაცემა.
რა, მერეო? - იკითხავთ
რა, არ არის საინტერესო? - გეკითხებით მე თქვენ.
პირველ რიგში - ტანკეს.
წყაროს ვერ მოვიტან, იმის გარდა, რაც უკვე ვთქვი.
დროს აჩვენებდა მოსკოვის დროით 22:42
აშშ ცენტრალ -ის დროით ალბათ 2:42 pm იქნებოდა.
რა ხდება ეგვიპტეში, გადვირიე კაცი.
რატომ არ გვაქვს ამდაგვარი საინფორმაციო არხი საქართველოში?
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)