თქვენ ფეხებზე გკიდიათ ის ფაქტი რო ჩვენ ინდივიდუალურები ვართ და მაგ სირებივით დავარცხნილები არ გიზივართ აქ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ვამაყობ რო ესეთები ვართ. ამ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, და რისი ტრადიცია აქვს? მისცენ დიპლომი რომელიც ყველა ქვეყანაში ფეხებზე ჰკიდიათ და თავიან თავზე დაბოღმილების მომავალი თაობა გამოუშვან.. სწორედ ასეთები არ სხედან სახლში? და ტვინს უჭამენ საკუთარ შვილებს უმაღლესს თუ არ დაამთავრებთ სახლში არ შემოგიშვებო... ისიც გეყოფათ წარსულში ნიშნის გამო პლიტკებს და კონიაკებს რო გიზიდავდნენ.. თქვენი დანგრეულია ეს ქვეყანა, ბაბუების თაობამ ომი მოიგო და იდეა ფიქსად გაიხადა რაც ჩვენ გაჭირვება ვნახეთ შვილებს არ ვანახოთო და რა? ჰქონდათ თუ არა ნიჭი სულ წიხლებით შეტენეს ჩვენი მამების თაობა უმაღლეს სასწავლებლებში. არადა ზოგს ზეინკლობა უნდოდა, ვენახის მოვლა, ნიჩაბზე მუშაობა.. მაგრამ არა, ყველა დიპლომიანი გამოვიდა და გაუჩნდათ ამბიცია, რომ მათ თუ დაამთავრეს უმაღლესი მათმა შვილებმაც აუცილებლად უნდა დაამთავრონ. აქ იმისთვის კი არ ჩავაბარე რო დიპლომი ავიღო და ძველი თაობასავით გამოვიდე? არცერთს არ გვინდა, რომ მთელი ცხოვრება კისერზე ვეჯდეთ ქვეყანას და სიბერეში შვილებს დავებოღმოთ, პატარა პენსიას რატო გვაძლევთო. არავის არ სჭირდება თქვენი უმაღლესი, ჩვენ წავალთ და სხვა რამეს ვიზავთ, გვინდა ტაქსისტები გამოვალთ და რაც გვინდა ის გამოვალთ, სადაც დავიმსახურებთ იქ ვიმუშავებთ და არავის დავებოღმებით 2 უმაღლესი მაქვს დამთავრებული და ტაქსისტად რატო უნდა ვმუშაობდეო. ჩვენ ვიცით რაც გვინდა და გავაკეთებთ იმას რაც გვინდა, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, უბრალოდ ამის სურვილი უნდა გქონდეს და ჩვენთან ასეთი ადამიანი უამრავია, თქვენ შეგიძლიათ სახლში გაგვიშვათ და გვაიძულოთ სხვა უმაღლესში ჩავაბაროთ, მაგრამ ჩვენს იდეებს, იმას რისიც გვჯერა ვერცერთი სასწავლებელი და ვერცერთი პედაგოგი ვერ გვასწავლის, იმიტო რო ეს იდეები ჩვენთან დაიბადა, ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და ჩვენს თავისუფლებას ვერცერთი უნივერსიტეტი და ვერცერთი სასამართლო ვერ წაგვართმევს.. პ.ს. ტრაკში გაიკეთეთ ეგ თქვენი კრედიტები და დიპლომი...
მიმაგრებული სურათი