#58179762 · 27 Jul 2021, 18:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი!
აქამდე არ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და მეგონა რომ ჩემი მდგომარებოა ჩვეული იყო და ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა იმ დისკომპორტმა დამაფიქრა რომელიც თურმე მაწუხებს და დაკავშირებულია კუჭნაწლავთან და საკვებ სისტემასთან.
მაქვს უმადობა, საჭმელი არ მინდება ხოლმე (გარდა ყავისა, და ტკბილეულობისა), დღეში ერთხელ ჭამა სრულიად მყოფნის. დეფეკაცია კვირაში ერთხელ მაქ ხოლმე სულ. მეგონა რომ ეს ინტერვალი ნორმალური იყო, არ ვიცი რისგან არის გამოწვეული. ასევე შევამჩნიე ნადები ენაზე, ვცადე ენის ჯაგრისით მოცილება მაგრამ არ შორდება არაფრით. ხშირად უხასიათობაც მაწუხებს და ვფიქრობ ამის ბრალია ესეც.
ხომ არ იცით რა სახის დაავადებასთან ან დაავადებებთან მაქ საქმე? რით დავიწყო მკრუნალობა და რომელ ექიმებს შემიძლია მივმართო? თუ სიმპტომები გეცნობათ ან რაიმესთან აკავშირებთ, იქნება მითხრათ რა დაავადებებია, რადგან ექიმებთან მისვლამდე აუცილებლად უნდა შევისწავლა მე თვითონ.
|