მოვედიიიიიიიიიიიიიიიი
და თან პირველ გვერდზე აღმოვჩნდი

მოკლედ მემგონი მოვკვდი და გავცოცხლდი ისე ცუდად ვიყავი..
სადღაც 17-18ში უბრალოდ ყელი მტკიოდა, დავწერე კიდეც აქ, მგონი გავცივდითქო..ნათლისღებას უკვე საშინლად მახველებდა და ყველაზე ცუდი ის არის რომ ბავშვსაც გადაედო ხველება და ყელის ტკივილი.
ექიმთან რომ მივიყვანე მეც ყოველი შემთხვევისთვის მოვასმენინე ფილტვებზე და მარჯვენა მხარეს არ მომწონს ანთება არ იყოსო.
ეს მინდოდა ამ ორსულ ქალს იმ ინფორმაციების მოსმენის შემდეგ რას ტვ-ში გადის?!
გინეკოლოგმა აუგმენტინი დამინიშნა 625 გრ. სისხლის ანალიზი ჩავაბარე, კუაგულოგრამა და ეხოც გადავიღე. ბავშვი კარგად იყო, უბრალოდ პლაცენტა იყო 19 კვირაზე I ხარისხის სიმწიფის და ერთი ორი მცირე ჰემატომებით.
იმ სახლში სადაც ვარ ეხლა არც უბნის პოლიკნინიკა ვიცი სადააა და არც უბნის ექიმი ვინაა, ხოდა მეორე და მესამე დღეს სიცხემ რომ ამიწია 37.8 ზე გამოვიძახე სასწრაფო. მეგონა "ღორის გრიპი მქონდა"
ამ სასწრაფომ საერთოდ არაფერი არ ისმისო, ფილტვები სუფთააო, ეტყობა აუგმენტინმა უშველაო.
მეორე დღესაც რომ ამიწია სიცხემ 37.9ზე სხვა სასწრაფო მოვიდა და ამ კაცმა სულ გამაგიჯა, გაქანებული ფილტვების ანთებაა და "ჰა, მოდიხარ თუ რჩებიო?"
ღუდუშაურში უნდა გადავეყვანე, მაგრამ მერე თვითონ მითხრა რადგან 38 ზე ზემოთ არ ადის სიცხე დღეს იყავი და ხვალ დილით შენით მიდიო.
ის ღამე კოშმარი იყო და მეორე დილით გინეკოლოგმა 1 გრ. აუგმენტინი დამინიშნა, მივედი ისევ მარიკოს ექიმთან რომ შეედარებინა როგორ იყო და ეხლა როგორ არის ის მარჯვენა მხარე და შედარებით უკეთესადო, გამაგზავნა ჩაჩავაში თერაპევტთან ნატო ჯაყელი, ნატომ გუგუნებს შენი ბრონხებიო, მაგრამ ზუსტად ვერ მითხრა იყო თუ არა ანთება, საშინელი ნახველი მქონდა და შეიძლება გროვდებაო.
მეორე დილითაც გადამოწმებაზე დამიბარა, მივედი და უკეთესობაა, გადარჩი ღორის გრიპს და ანთებასო, მაგრამ ეს დღეები სულ იწექი და აუგმენტინი დალიე 1 გრ-ო. 4 დღეში დამიბარა და პარასკევს რომ მივედი უკვე კარგად ხარ, და ადგომის უფლებაც მომცა.
საშინელებაა იმაზე ფიქრი რომ ანთება მქონდა, თან როცა 11 თვის ბავშვი გყავს სახლში, სულ ნიღბით ვიყავი.
მარიკო კიდე სულ ოქსოლინში

ყველას დიდი მადლობა ვინც მომიკითხა
განსაკუთრებით Ssalome-ს ძალიან დიდი მადლობა