#23828823 · 4 Feb 2011, 17:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა აკადემიურ მიმართულებაზე გამოცხადებული 34000 ვაკანტური ადგილიდან მხოლოდ 15000 სტუდენტი დაფინანსდება 100%-იანი გრანტით .
განცხადება ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განათლების სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, აბიტურიენტების რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
"სულ მალე დაიწყება უკვე აბიტურიენტების რეგისტრაცია. 2005 წელს, როცა პირველად ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მხოლოდ და მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება იყო და ყველა ჩარიცხული სტუდენტი იღებდა სახელმწიფოს სრულ დაფინანსებას. 2006 წელს შემოვიდა თანადაფინანსების პრინციპი და შესაძლებელი გახდა, რომ 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი თანადაფინანსება ყოფილიყო. მთავრობის გადაწყვეტილებით კი, სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ამისთვის საკმარის ქულას დააგროვებენ ეროვნულ გამოცდებზე. არსებული ინფორმაციით, აკადემიურ მიმართულებებზე 34000 საკონკურსო ადგილია გამოცხადებული, აქედან 15000 ადგილზე მოხვედრილი სტუდენტი დაფინანსდება 100%-ით. ეს გახლავთ ის მიმართულებები, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, ხოლო სხვა დანარჩენ მიმართულებებზე, დაახლოებით, 18000 ადგილზე, კი იქნება თანადაფინანსება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ინტერპრესნიუსი
ჩემთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, სამართლიანია თუ არა?
|