თბილისის ავტობუსებითბილისის ავტობუსები - II ნაწილიმუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა
როგორ შევიძინოთ ავტობუსში ბილეთი ?
ბილეთი შეიძინეთ ავტობუსში ასვლისთანავე სალარო-აპარატის მეშვეობით;
აირჩიეთ 40 თეთრიანი ტარიფი , ბილეთის რაოდენობა;
ჩაყარეთ მონეტები;
ეკრანზე გამოისახება თქვენს მიერ გადახდილი თანხა,
რის შემდეგაც აპარატი ბილეთს ამობეჭდავს.
შეცდომის შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს ,,გაუქმება” და დაიბრუნეთ თანხა.
ფასდაკლების ახალი სისტემა მუნიციპალურ ტრანსპორტში
ფასდაკლების სისტემით სარგებლობა შეუძლიათ პლასტიკური ბარათებით მოსარგებლე მგზავრებს.
ფასდაკლება მოქმედებს შემდეგნაირად:
პირველი მგზავრობა – 40 თეთრი;
მეორე მგზავრობა – 30 თეთრი;
მესამე მგზავრობა – 20 თეთრი;
ყოველი მომდევნო მგზავრობა – 20 თეთრი.
ფასდაკლების მისაღებად მნიშვნელობა არა აქვს მგზავრობთ მეტროთი თუ ავტობუსით.
ყოველ მომდევნო დღეს მგზავრობის ათვლა ხდება თავიდან.
როგორ შევიძინოთ პლასტიკური ბარათი და მოვახდინოთ მასზე თანხის დეპონირება ?
ბარათის შეძენა მსურველებს მეტროს სადგურებში შეგიძლიათ.
2 ლარს ერთჯერადად, ბარათის გირაოს სახით გადაიხდით,
შეავსეთ დეპოზიტი სასურველი თანხით "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალში.
ავტობუსში ასვლისთანავე ბარათი სალარო-აპარატის საბარათე ადგილს შეახეთ,
ბარათის გატარების შემდეგ აპარატი ბილეთს ამობეჭდავს.
როგორ ვისარგებლოთ კუთვნილი შეღავათით:
სტუდენტებო იმგზავრეთ ავტობუსით მხოლოდ 20 თეთრად
ბილეთი შეიძინეთ ავტობუსში ასვლისთანავე სალარო-აპარატის მეშვეობით.
დააჭირეთ ღილაკს და აირჩიეთ 20 თეთრიანი ტარიფი,
შეახეთ აპარატს სამგზავრო ბარათი - სტუდენტური და აპარატი ბილეთს ამობეჭდავს.
შეცდომის შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს ,,გაუქმება”.
მგზავრობისას თან იქონიეთ სტუდენტური ბილეთი.
მერიის სოციალური პაკეტის მქონე პირებმა იმგზავრეთ ავტობუსით მხოლოდ 10 თეთრად
1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე მიაკითხეთ რაიონულ სერვისცენტრს,
წარადგინეთ პირადობის მოწმობა და მიიღეთ საშეღავათო სამგზავრო ბარათი.
სერვის ცენტრების მისამართები:
• გლდანი–ნაძალადევი – გლდანის III და IVმ/რ შორის არსებული ყოფილი მმაჩის ბიურო
• დიდუბე–ჩუღურეთი – 155 საჯარო სკოლა, წერეთლის #110
• ვაკე–საბურთალო – 62 საჯარო სკოლა, შარტავას #20
• ძველი თბილისი – 67 საჯარო სკოლა, ლესელიძის# 20
• ისანი–სამგორი – 96 საჯარო სკოლა , ქეთევან წამებულის#45
სკოლის მოსწავლეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა, ამისათვის საჭიროა თან იქონიოთ სკოლის მოსწავლის სახელობითი ბარათი. ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. რის საფუძველზეც ქ. თბილისის მერია უზრუნველყოფს მოსწავლის სახელობითი ბარათების დამზადებას, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოხდება აღნიშნული ბარათების გაცემა.
ომის მონაწილეები და უსინათლოები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებთ
სახელობითი ბარათი ავტობუსში ასვლისთანავე სალარო-აპარატის საბარათე ადგილს შეახეთ,
ბარათის გატარების შემდეგ აპარატი ამობეჭდავს უფასო ბილეთს.
საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა იმგზავრეთ ავტობუსით 20 თეთრად
აიღეთ ბარათი სერვის-ცენტრში და შეავსეთ დეპოზიტი "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალში.
ავტობუსში ასვლისას შეახეთ ბარათი სალარო აპარატის საბარათე ადგილს და ამობეჭდეთ შეღავათიანი ბილეთი.
1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 20 თეთრად შეგიძლიათ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს დაგირიგდებათ სახელობითი პლასტიკური ბარათები.
შეავსეთ დეპოზიტი "საქართველოს ბანკის ნებისმიერ" ფილიალში.
მგზავრობისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე ტელ: 72 22 22 ან მოგვმართეთ მერიის პორტალს:
მარშუტები:
http://www.tbilisi.gov.ge/files/2191_9939_...02791_sqema.xls This post has been edited by Fabian on 19 Jan 2011, 20:26