"დაიცავი საქართველო" პროექტის - "ქართული კონსერვატორიზმი" საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობას იწყებს.
ამ მიზნით საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარე დავით მაღრაძემ დღეს "ქართული აკადემიის" წევრებთან შეხვედრა გამართა.
როგორც მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი წარმოადგენს "დაიცავი საქართველოს" ერთგვარ ნააზრევს, რომელიც გულისხმობს გახსნილ ურთიერთობებს თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებით და იმ კულტურის შენარჩუნებას, რომელიც წარჩინებულ საზოგადოებას შეუქმნია.
მისივე განმარტებით, ამ კულტურის შემადგენელი კომპონენტებია ანტიკური სიბრძნე, ქრისტიანული ზნეობა, კლასიკური განათლება და თავისუფალი პიროვნება.
"ჩვენი ნააზრევი მინდა საზოგადოების განსჯის საგნდ ვაქციოთ. ვიწყებთ "ქართული აკადემიიდან", რის შემდეგაც პროექტს სტუდენტებს, ექსპერტებს, მეცნიერებს გავაცნობთ", - აღნიშნა მაღარაძემ.
"ქართული აკადემიაშიც" აღნიშნეს, რომ ეროვნული იდეოლოგია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალსიწინებით, აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან, მათი აზრით, საზოგადოებაში აღარ არსებობს შინაგანი წესი და რიგი.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ პროექტის ავტორი უნდა იყოს სრულიად საზოგადოება", - აღნიშნეს მათ.
ტექტიდან ვერაფერი გავიგე, მერე
ვიდეო ვნახეWTF? ბლა-ბლა-ბლა-... რა უნდათ???
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]