გამარჯობა,
საიტისთვის მჭირდება billing სისტემის აწყობა.
საიტის ყველა მომხმარებელს აქვს უნიკალური ნომერი და საკუთარი "ოთახი". ამ ოთახში ჩანს თუ რამდენი აქვს კლიენტს გადასახდელი, გადახდის მერე ხელით მიწევს დავალიანების წაშლა.
ეხლა მინდა ისეთი სისტემის გაკეთება რომელიც მეც და კლიენტსაც გაგვიადვილებს ანგარიშსწორებას: მინდა რომ მომხმარებელმა შეძლოს ჩემი მომსახურების საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის ტერმინალებით (OSMP, PAY BOX, TBC PAY ...) და E-commerce (VISA და MasterCard ბარათებით) თავისი უნიკალური ნომრის მითითებით და ეს ინფორმაცია (გადახდილი თანხა) აისახოს მის ოთახში.
PS მაინტერესებს რა დამიჯდება ეს სიამოვნება

და რა დრო დაჭირდება სისტემის გამართვას.
This post has been edited by GETIT on 4 Feb 2011, 11:44