ძიებაში ვერ ვიპოვე, თუ რამე, მიუერთეთ თემას!

საქართველოს ძველი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის დანიშვნისას მიმართავდნენ შთანთქმისა და სასჯელთა შეკრების წესს, ახლა შთანთქმის პრინციპი აღარ გამოიყენება.
მაინტერესებს ძალიან სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობისას,რომლის დროსაც სასჯელთა შეკრება ხდება შემდეგნაირად: თუ რამდენიმე დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღვკვეთის სახლით,ამ შემთხვევაში, ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელის გარდა,დანარჩენი ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადუს ნახევრიდან სრულ მოცულობამდე ვადით და ისე ხდება მათი შეკრება საბოლოო სასჯელის დანიშვნისას.
მაგ: განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
ვადით 11-დან 14 წლამდე და განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა___ 13-დან 17 წლამდე.
გასაგებია, რომ მოსამართლე სასჯელის დანიშVნისას ვერ იქნება მკაცრ ჩარჩოებში მოთავსებული,თუმცა დაახლოებითი პრინციპი მინდა მაინც გავიგო.
ამ დანაშაულებისთვის სასჯელთა შეკრებისას ჯამის სახით ვიღებთ 13+7=20 თუმცა არ ვიცი მოსამართლე სასჯელს დანიშნავს 13- დან 20 წლების ფარგლებში თუ 20-დან 28 წლამდე. ანუ უმცირესს ვადას ვიღებ ერთი ძირითადი სასჯელიდან და ვუმატებ მეორე ძირითადი სასჯელის ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე არსებულ ვადას.
თუმცა, კოდექსში არ არის მითითება, მოსამართლემ უმცირესი ვადით უნდა ისარგებლოს შეკრებისას თუ უდიდესით!
პ.ს. ასევე მაინტერესებს, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის შეკრებისას მიღებული ჯამი არის მაქსიმუმი ზღვარი თუ სასაჯელის დანიშვნის მხოლოდ საწყისი ხაზი? ჩვენს შემთხვევაში სასჯელთა შეკრებისას მივიღეთ 20 წელი. სასჯელი უნდა დაინიშნოს 20 წლამდე თუ 20 წლიდან და ზევით?
This post has been edited by pretty on 6 Feb 2011, 02:37