რუსეთი შეიარაღების შეძენაზე 20 ტრილიონ რუბლს დახარჯავს
Ambebi.Ge2020 წლამდე რუსეთი შეიარაღების პროგრამის ფარგლებში ახალი ტექნიკისა და ინოვაციური აღჭურვილობის შეძენაზე 20 ტრლ რუბლს დახარჯავს.
"ჩვენ სერიოზულ თანხას გამოვყოფთ ამისთვის, მისი დასახელებაც კი მეშინია - 20 ტრლ რუბლი”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა "2011-2020 წლების შეიარაღების სახელმწიფო პროგრამისადმი" მიძღვნილ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გამოთვლილი თანხაა. ამ თანხიდან 4 ტრლნ-ზე მეტი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღჭურვილობის განახლებაზე დაიხარჯება.
პუტინმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყო, რაზეც უამრავი თანხა იხარჯება.
შეიარაღების პროგრამის თანახმად, უახლოესი ათი წლის განმავლობაში რუსეთი სხვადასხვა ტექნიკის 1300 ერთეულს შეიძენს.
Ambebi.Geმთავრობის ხელმძღვანელის აზრით, ყურაღდება ძირითადად სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს უნდა დაეთმოს.
"შეიარაღებული ძალები მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო თავადცვითი შეიარაღებით უნდა აღვჭურვოთ და მეხუთე თაობის ბომბდამშენების დამზადებაზე მუშაობა განვაახლოთ”, - განაცხადა პუტინმა. ჩვენ იმ წლების უარყოფითი შედეგები უნდა გამოვასწოროთ, როდესაც არმია და ფლოტი არ ფინანსდებოდა და შეიარაღებულ ძალებს ახალი ტექნიკა არ ჰქონდა. მიუხედვად ამისა, ქვეყნის თავდაცვით კომპლექსს დიდი პოტენციალი გააჩნია".
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/samkhedro/29440-ruset...l#ixzz1878XxMTc * * *
არ დახარჯავდნენ ფულს კარგი იქნებოდა დახარჯავენ მაინც კარგია.