პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები რომ სასწაულად გაიზარდა არ უნდა ამას კამათი.. და მე მგონი საინტერესო იქნება, საქართველოში ერთერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტის აზრები
[b][/b]
ცოტა რამ დავით ონოფრიშვილზე:
1998-2000 წლებში დავით ონოფრიშვილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე პერიოდში გახლდათ ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი; პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს წევრი; საქართველოს მმართველი მსოფლიო ბანკში.
2002-2004 წლებში ფულბრაითის პროგრამით სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც კითხულობდა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების შესახებ ლექციებს სხვადასხვა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
დავით ონოფრიშვილი 2004-2005 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე.
დავით ონოფრიშვილი გახლავთ 50-ზე მეტი სხვადასხვა პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.ვფიქრობ საინტერესო იქნება, გავიგოთ, რა ხდება ქართულ ეკონომიკაშI, დაუსვით კითხვები
ვიდეო ონლაინ კონფერენცია გაიმართება ორშაბათს (ხვალ) 6 საათზე:
http://planeta.ge/index.php?showtopic=52062