txlashoრა არი იცი....გაგონილი გექნება გამოთქმა, ყველაზე ხელმოწერა ავტოგრაფობაზე ოცნებობსო...იგივე ვარიანტია აქაც. რახან ჩაწერა, დახარჯა უმნIშვნელოვანესი რესურსი - დრო, ესე იგი გულის სიღრმეში მაინც აქვს პრეტენზია, რომ "მესამე პირებმა" მოუსმინონ და შეაფასონ, რადგან როგორც მივხვდი მეგობრები ისედაც ხშირად უსმენთ.
ასე რომ არგუმენტი, რაძი კაიფა ჩაწერა, უფრო თავის დაზღვევას გავს, თუ არ მოეწონათ, ვიტყვით რომ კაიფის პონტშია ჩაწერილი და აქ მოკვდება ბაზარი, პახოდუ, მეორე ვარიანტიც არის, ავტორი მუსიკისგან შორს არ უნდა იდგეს ჩემი აზრით და თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებლად ექნება პროფესიული ღირსების განცდა. მეგობრებში, ვიწრო წრეში იასნია მნიშვნელობა არა აქვს რას იმღერებ, მაგრამ როცა საქმე უკვე პროფესიულად დამუშავებულ და საჯაროდ გამოტანილ პროდუქტს ეხება, ცოტა სხვა მიდგომაა საჭირო.
ეს ყველაფერი ჩემი აზრია და იმედია საწყენად არ მიიღებ