
ამ ბოლო დროს ქართულ მედია სივრცეში ამოტივტივდა ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი პრესსპიკერის და "ალიას" ყოფილი (თუ ამჟამინდელი) ჟურნალისტის ქ-ნი ელისო კილაძის გვარი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში, ადრე რაც მახსოვს მისი რეპორტაჟებიდან იგი სულ უჩიოდა უსამართლობას და სააკაშვილის უყურადღებობას მისი თუ სხვის მიერ წამოჭრილი პრობლემების მიმართ... ეხლა 180 გრადუსით შემოუბრუნდა რადიკალურ ოპოზიციას და გააფთრებული ებრძვის მათ...
უბრალოდ მაინტერესებს ვინმემ რამე იცით საერთოდ რა ხდება ან ამ ქალბატონის თავს ან იმ ოპოზიციონერების თავს რომლების წინააღმდეგადაც იგი მისმიერვე გამოქვეყნებულ კომპრომატებს იშველიებს?
№1.ისტორია ამოტივტივდა ბადრი პატარკაციშვილის მიერ 2007 წლის ოპოზიციური მოძრაობების დაფინანსების თაობაზე...
№2 ისტორია "ქართული პარტიის" და მისი მესვეურების წინააღმდეგ ააგორა
№3.ისტორია უკვე ირმა ინაშვილის მიერ გიორგაძის "საქველმოქმედო" ფონდით დაფინანსებული ბელგიაში გამართული "დოკ.ფილმის ჩვენებით" ამოტივტივდა
მაგ:
ელისო კილაძე – სრული პასუხისმგებლობთ შემიძლია განვაცხადო რომ ინაშვილი კგბ-ს ქვეშემდომიაhttp://gtn.ge/?p=10784ინაშვილის პასუხი ელისო კილაძეს

http://www.itv.ge/?m=8&CID=14529ინაშვილის კომენტარი:

როგორც ჩანს აშკარად ქალბატონ ელისოს გადაწყვეტილი აქვს ოპოზიციის ან მათ მიახლოვებული საეჭვო ფიგურების ლუსტრირება მაგრამ, საიდან? ან როგორ მოხვდა მის ხელში მასალები რომლებსაც იგი იშველიებს ამ ყველაფრის დასასაბუთებლად ამას ვერ ვიგებ...
This post has been edited by Beelphegor on 9 Feb 2011, 19:04